მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სიახლეები, რომლითაც დაცული ტერიტორიები ზაფხულის ტურისტულ სეზონს ხვდება

news image
mbc image

2023 წელს ეკო ტურისტული სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო, - აცხადებს Business Insidrr Georgia -თან დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ თევდორაშვილი.

მისივე თქმით, წელს დაცულ ტერიტორიებზე მისულ ვიზიტორებს  სიახლეები დახვდებათ, მათ შორისაა 3D განათებები.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებისთვის. წელს მიმდინარეობს ახალი, 1200 კმ-იანი ბილიკების ქსელების მოწყობა სხვადასხვა ტერიტორიებზე: ლაგოდეხში, ბორჯომში, აჯამეთში. თითქმის ყველგან სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 

ასევე პირველად საქართველოში და აღმოსავლეთ ევროპაში ღამის 3D განათებებს მოვაწყობთ მარტვილის კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერზე. ეს ნიშნავს, რომ მოგზაურები უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეძლებენ (ანუ ღამის საათებშიც) ლოკაციების განსხვავებული, მარტივი და ზღაპრული განათებების ფონზე დათვალიერებას. 

3D განათებების მონტაჟისა და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესი ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნამდე დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 1 მლნ ლარზე მეტია“, - აცხადებს თევდორაშვილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თქმითვე, ჯამში 2023 წელს, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურის პროექტებში 17,5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. 

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს, როგორც  დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, ვიზიტორების აქტივობა ზამთრის ტურისტულ სეზონზეც მაღალი იყო.   

„იანვარ-აპრილის სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცულ ტერიტორიებზე საკმაოდ აქტიური სეზონი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდი აქტიურ ტურისტულ სეზონად არ ითვლება.

2019 წლის რეკორდულ მაჩვენებლებთან შედარებითაც კი 34%-იანი ზარდა გვაქვს. 

გამოვყოფ  4 დაცულ ტერიტორიას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია: სათაფლის, პრომეთე, ოკაცეს კანიონი და მარტვილის კანიონი.

ამ ტერიტორიებზე, როგორც წესი აქტიური ტურისტული სეზონი ზაფხულის პერიოდში იწყება, მაგრამ წელს ზამთარიც კი საკმაოდ აქტიური გვქონდა. მაგალითად, კონკრეტულად სათაფლიის შემთხვევაში 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 91%-იც კი იყო“, - ამბობს ნიკოლოზ თევდორაშვილი.

იანვარ-აპრილში დაცულ ტერიტორიებზე უცხოელი ვიზიტორების სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ნაკადი პოლონეთიდან, ინდოეთიდან, გოლფის ქვეყნებიდან და ყაზახეთიდან დაფიქსირდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა