სხვა დიდ ევროპულ, წარმატებულ კურორტებთან შედარებით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პლატფორმა გვექნება | ლევან დარსალია
სხვა დიდ ევროპულ, წარმატებულ კურორტებთან შედარებით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ციფრული პლატფორმა გვექნება, - ამის შესახებ მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან დარსალიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სხვა დიდ ევროპულ წარმატებულ კურორტებთან შედარებით, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ციფრული პლატფორმა გვექნება.
ასევე მინდა ვთქვა, რომ მალე მობილურ აპლიკაციასაც დავაწევთ, დაახლოებით სეზონის დასაწყისში ან სეზონის შუისკენ. აქტიურად მიმდინარეობს ამ აპლიკაციაზეც მუშაობა.
ჩვენი ახალი ვებსაიტი საშუალებას მისცემს მომხმარებელს, არამხოლოდ შეიძინოს ონლაინ Skipass-ები, არამედ ონლაინ სკიპასების როგორც შეძენა, ასევე პასების შევსება შეეძლებათ ჩვენი ონლაინ გაყიდვების პლატფორმის მეშვეობით.
ამასთან ერთად, შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია თვითონ მთის შესახებ, ტრასების შესახებ, საბაგიროების შესახებ, რომელი ღიაა, რომელი დაკეტილია, რა ამინდია, როგორია ამინდის პროგნოზი, რა ივენთები ჩატარდება და ამომწურავად მიიღონ ეს ინფორმაცია როგორც თხრობით ნაწილში, ასევე ინტერაქციული რუკებით“, - აცხადებს ლევან დარსალია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.