მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად განახლებად ენერგიაზე გადავიდეს - ირაკლი ქარქაშაძეს

news image
mbc image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, „საქართველოს მთავრობასა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის“ ფარგლებში 2 ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV გადმოეცა.

ეკომეგობრული ავტომობილები თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების ოპერირებას მოხმარდება. ავტომობილების გადაცემის ცერემონიალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც, ასევე, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დახმარებით მზის პანელებითაა აღჭურვილი.

,,მსურს მადლობა გადავუხადო იაპონელ ხალხს და საქართველოში იაპონიის საელჩოს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ მათგან. დღეს გადმოგვეცა 2 ელექტრომობილი, რომელიც არის JAICA-ს განახლებადი ენერგიის წარმოების პროექტის გაგრძელება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სწორედ იაპონიის დახმარებით მარაგდება განახლებადი ელექტროენერგიით.

ელექტრომობილებს ჩვენ გამოვიყენებთ აეროპორტების ოპერირების საჭიროებისთვის. მათ შორის გავაგზავნით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. სურვილი გვაქვს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ეტაპობრივად გადავიდეს განახლებად ენერგიაზე“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პროექტი ქვეყანაში გარემოს დაცვას ემსახურება და მისი სრულყოფაში მოყვანით საქართველოს საავიაციო ინდუსტრია ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდება.

ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში იმამურა აკირა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კახა ქარჩხაძე ესწრებოდნენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  „მზის ელექტროენერგიის გამომუშავების სისტემის მეშვეობით სუფთა ენერგიის დანერგვის პროექტის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია და Jaica-სგან ერთი ერთეული PRIUS PLUGIN 1.8PV  გადაეცა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა