მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სვანეთი ევროპელი ტურისტების კიდევ უფრო მეტი რაოდენობით მოზიდვაზე მუშაობს

news image
mbc image

სვანეთის ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია „DMO შან ლენდი“, საქართველოს ტურიზმს ადმინისტრაციასთან ერთად, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „BIT Milano 2025”, რომელიც იტალიის ქალაქ- მილანში იმართება.
„BIT Milano" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, მასში წელს მონაწილეობას იღებს 62 ქვეყნის ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია, 
მისი ვიზიტორების რაოდენობა კი 40 ათას ადამიანს აჭარბებს.
სვანეთის DMO გამოფენაზე  წარმოდგენილია სვანეთის ტურისტული პროდუქტებით, დმო-ს წევრებისა და სვანეთში არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ ინფორმაციით, ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით და ნაწარმით.
გამოფენის ფარგლებში „DMO“-ს სტენდზე დამთვალიერებელს საშუალება აქვს გაეცნოს ზემო და ქვემო სვანეთის ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია რეგიონის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.
გამოფენის ფარგლებში "DMO" -ს თანამშრომლები შეხვედრებს მართავენ სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან, აცნობენ სვანეთის კულტურულ მრავალფეროვნებას და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა