მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

სვანეთში, ოთხსეზონიანი სასწავლო /საწვრთვნელი ბაზების მოწყობის პროექტზე ვიწყებთ მუშაობას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ბაკურიანში წარმატებით ჩატარებული ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანთან მიშელ ვიონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ ფედერაცია დადებითად აფასებს ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატს და საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, რაც იმის საფუძველი გახდა, რომ საქართველო დღეს უკვე არის ყოველწლიური სათხილამურო ჩემპიონატების მსოფლიო კალენდრის ნაწილი.

„სასიხარულო და საამაყოა, რომ გუდაური და ბაკურიანი მიმდინარე წლის ბოლოდან მომდევნო წლების განმავლობაში  ყოველწლიურად უმასპინძლებს მსოფლიო თასებს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მორიგი აღიარებაა და უდიდესი შესაძლებლობაა  სამთო-სათხილამურო  კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან ერთად, იწყება მუშაობა სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელ პროექტზე, რომელიც განხორციელების შემთხვევაში, თავისი უნიკალური ინფრასტრუქტურით რეგიონში პირველი მსგავსი ტიპის, მაღალი დონის სპორტული ბაზა იქნება.

„ვიწყებთ მუშაობას მორიგ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც სვანეთში ოთხი სეზონის სასწავლო-საწვრთნელი ბაზის დაარსებას გულისხმობს. პროექტის განხორციელება ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით ჩატარებული ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების საფუძველზე მოხდება. პირველ ეტაპზე სწორედ ამ მიმართულებით დაიწყება მუშაობა“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით,  აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად გაიზრდება რეგიონის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით და სვანეთი უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც  ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლისათვის, ისე ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა