მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

თბილისი 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდულ ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა - ფორბსი

news image
mbc image

საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემა „ფორბსმა“ პლატფორმა Tripadvisor-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2026 წლის მსოფლიოს 10 ყველაზე ტრენდული ტურისტული მიმართულება გამოავლინა, რომელთა შორის თბილისმა მეორე ადგილი დაიკავა.

Tripadvisor-ის Travelers’ Choice Awards-ის ფარგლებში გამოქვეყნებული რეიტინგი მილიონობით მოგზაურის შეფასებებსა და მიმოხილვებს ეფუძნება, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ობიექტურ საერთაშორისო ტურისტულ ინდიკატორად აქცევს.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის ისტორიულ და თანამედროვე არქიტექტურაზე, კულტურულ დაწესებულებებსა და ხელოვნების ახალ სივრცეებზე, რომლებიც ქალაქს თანამედროვე და ამავე დროს ავთენტურ სახეს უნარჩუნებს. 

სტატიაში ნახსენებია რუსთაველის გამზირი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი და სხვა ღირსშესანიშნაობები. 

„2026 წელი ის პერიოდია, როდესაც თბილისი საბოლოოდ იმკვიდრებს ადგილს გლობალურ ტურისტულ რუკაზე, საქართველოს დედაქალაქი შესაძლებლობებით სავსე ქალაქია, რაც ნათლად აისახება ახალგახსნილ სივრცეებში, რომლებიც მის კულტურულ და ტურისტულ ლანდშაფტს ქმნის“ -აღნიშნულია სტატიაში. 

თბილისთან ერთად Forbes-ისა და Tripadvisor-ის 2026 წლის ტრენდული მიმართულებების ათეულში მოხვდნენ: მადეირა (პორტუგალია), ჩიკაგო (აშშ), ქუი ნიონი (ვიეტნამი), პუერტო ესკონდიდო (მექსიკა), მილანი (იტალია), გლაზგო (შოტლანდია), აბუ-დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები), რესიფი (ბრაზილია) და სან-კარლოს-დე-ბარილოჩე (არგენტინა).

 
banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Delfi Lithuania-მ აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვრცელი სტატია მიუძღვნა

06.10.2026.13:56

ლიეტუვას ერთ-ერთმა წამყვანმა ონლაინმედია პლატფორმამ Delfi Lithuania აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ზღვისპირა რეგიონი მკითხველისთვის ოთხივე სეზონის ტურისტულ მიმართულებადაა წარმოჩენილი.

სტატია ბათუმს არა მხოლოდ საზღვაო კურორტად, არამედ აჭარის ბუნების, კულტურის, ისტორიისა და გასტრონომიის აღმოჩენის საწყის წერტილად წარმოაჩენს. მასალა მკითხველს აცნობს ქალაქის თანამედროვე და ისტორიულ არქიტექტურას, ზღვისპირა ინფრასტრუქტურას, აჭარის დაცულ ტერიტორიებს, მთიან რეგიონს, ადგილობრივ სამზარეულოსა და აქტიური ტურიზმის შესაძლებლობებს.

„საქართველოს ამ ულამაზესი რეგიონის რამდენიმე სიტყვით აღწერა რთულია. მისი უნიკალური კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და სტუმართმოყვარეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია ამ მხარეში მოგზაურობას საქართველოს გაცნობის შესანიშნავ შესაძლებლობად აქცევს,“ წერს Delfi.lt.

სტატიაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ეკო და სათავგადასავლო ტურიზმს. Delfi.lt მკითხველს აცნობს მტირალას ეროვნულ პარკს, ქობულეთისა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მთიან აჭარას და რეგიონში არსებულ საფეხმავლო და საველოსიპედე მარშრუტებს. გამოცემა ასევე საუბრობს ჯომარდობის, კანიონინგის, ცხენით ჯირითისა და ჩირუხის მთაზე არსებული ზიპლაინის შესაძლებლობებზე.

ბათუმის ურბანულ გარემოზე საუბრისას ავტორი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურის თანაარსებობას გამოყოფს — ისტორიული ბათუმიდან თანამედროვე ცათამბჯენებამდე. ,,ბათუმში დაბრუნებისას კონტრასტები არსად ქრება — ამჯერად მათ ბუნება კი არა, თავად ქალაქი ქმნის. ძველ ბათუმში შემორჩენილი XIX საუკუნის შენობები, მორთული ფასადებითა და აივნებით, იმ ეპოქას გვახსენებს, როდესაც ქალაქი შავი ზღვის მნიშვნელოვანი პორტის სახით ვითარდებოდა. თუმცა, საკმარისია რამდენიმე ქუჩა გაიარო და ქალაქის იერსახეს უკვე მინის ცათამბჯენები და თანამედროვე არქიტექტურა ცვლის“.

Delfi.lt-ის მასალაში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება აჭარულ სამზარეულოზე. გამოცემა მკითხველს აცნობს აჭარულ ხაჭაპურს, ბორანოს, სინორსა და ჩირბულს, ასევე ქართული სუფრისა და ღვინის კულტურას. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს მეღვინეობის მრავალათასწლოვანი ისტორია და აჭარის ადგილობრივი ვაზის ჯიშები - ჩხავერი და ქედის ცოლიკაური.

გამოცემა ბათუმსა და აჭარას ოთხივე სეზონის მიმართულებად წარმოაჩენს. ზაფხულის საზღვაო დასვენებასთან ერთად, სტატია ყურადღებას უთმობს გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნებრივ და გასტრონომიულ შესაძლებლობებს, ასევე ზამთარში მთიან აჭარასა და გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტს.

სტატიის დასკვნით ნაწილში Delfi.lt ბათუმისა და აჭარის მთავარ უპირატესობად ერთ რეგიონში განსხვავებული ტურისტული გამოცდილებების მიღების შესაძლებლობას ასახელებს. „მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა შესაძლებლობა, ერთ რეგიონში საქართველოს სრულიად განსხვავებული მხარეები აღმოაჩინოთ - ცოცხალი ზღვისპირა ქალაქიდან აჭარის მთებამდე, მდინარეებსა და ხშირ ტყეებში დამალულ ჩანჩქერებამდე.“

Delfi Lithuania (Delfi.lt) ლიტვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ონლაინმედია პლატფორმაა, რომელსაც ყოველთვიურად საშუალოდ 700 000 რეალური მომხმარებელი ჰყავს.

იხილეთ სტატია - https://www.delfi.lt/keliones/platus-pasaulis/milijonus-turistu-pritraukiantis-sakartvelo-kurortas-batumis-pajuris-tik-viena-is-priezasciu-cia-atvykti-120295523

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა