თბილისი-მიუნხენი-თბილისი - ავიაკომპანია Georgian Airways-ი ახალ მიმართულებას ამატებს
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და 17 დეკემბრიდან თბილისი-მიუნხენი-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას.
„ძვირფასო მგზავრებო!
გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ 17 დეკემბრიდან, გვემატება ახალი მიმართულება:
თბილისი-მიუნხენი-თბილისი: ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Georgian Airways-ის გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ კომპანიის ვებგვერდს: https://www.georgian-airways.com
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.