თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება
თეა ზაქარაძე - მზად ვართ, განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ჩვენი მართვადი აეროპორტებიდან ადგილობრივი ავიარეისების შესრულებას გეგმავს
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება.
ავიაკომპანია Geosky-ის სამგზავრო მიმართულება - Georgian wings-ი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 28 ივლისიდან, კვირაში 12 სიხშირით იფრენს.
პირველი საჩვენებელი ფრენა ავიაკომპანიამ დღეს შეასრულა.
ღონისძიებას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენა იწყება. ჩვენთვის, როგორც ორივე აეროპორტის ოპერატორი კომპანიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი ავიარეისები. ეს ძალიან დიდი კომფორტია მგზავრებისთვის. მზად ვართ, განსაკუთრებული პირობები შევთავაზოთ არა მხოლოდ Geosky-ს, არამედ ყველა ავიაკომპანიას, რომელიც ჩვენი მართვადი აეროპორტებიდან ადგილობრივი ავიარეისების შესრულებას გეგმავს“, - განაცხადა „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.