მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისსა და ბათუმს შორის რეგულარული ფრენების დაწყებით ავიაკომპანია ხელს შეუწყობს მობილობის გაზრდას და რაც მთავარია, ტურისტული ნაკადების გადაადგილებას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Geosky - ის სამგზავრო მიმართულების Georgian Wings-ის სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პროექტის ფარგლებში Georgian Wings-ის ბორტმა ბათუმის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა განახორციელა.

„პირველ რიგში, მისასალმებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი ძლიერდება. დღევანდელი ღონისძიება არის ამის მაგალითი - ქართული ავიაკომპანია მზად არის სახელმწიფოს დამატებითი ჩართულობისა და ფინანსური დახმარების გარეშე რეგულარულად შეასრულოს კომერციული რეისი თბილისსა და ბათუმს შორის. საწყის ეტაპზე ფრენები კვირაში 12 სიხშირით განხორციელდება, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და ბათუმს შორის თვითმფრინავით მგზავრობის მოთხოვნა გაზრდილია. ფრენების დაწყებით ავიაკომპანია ხელს შეუწყობს მობილობის გაზრდას და რაც მთავარია, ტურისტული ნაკადების გადაადგილებას თბილისსა და ბათუმს შორის. ავიაკომპანიას ვუსურვებ დიდ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიების უფრო მეტ გაძლიერებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ პრეზენტაციაზე. 

28 ივლისიდან Georgian Wings-ი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად შეასრულებს.

პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის „ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი აკაკი საღირაშვილი, აგრეთვე ავიაკომპანია Geosky - ის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, საქაერონავიგაციისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა