მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემია გაიხსნება

news image
mbc image

თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) აკადემია გაიხსნება.

ამის შესახებ გაეროს WTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.

„პანდემიის შემდეგ მსოფლიო და ტურისტული ინდუსტრია ძალიან შეიცვალა. დღეს საქართველო ძალიან კარგი ადგილია ინვესტიციებისთვის. ძალიან კარგია ინვესტიცია სასტუმროებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურაში, მაგრამ ხალხის გარეშე არაფერი მოხდება. საქართველოს მთავრობასთან ერთად. ვგეგმავთ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აკადემიის გახსნას თბილისში“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

საქართველოში ტურისტულ განათლებაზე დიდი მოთხოვნაა და საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიცია ძალიან მომგებიანია, - აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

„დღეს ტურიზმს დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკაში. ეს არის ინვესტიციების ადგილი და ქვეყანა, სადაც უნდა დაისვენო“, - განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა საქართველოში 2023 წლის იანვარ-სექტემბერში 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%-ით გაიზარდა და 5,6 მილიონ ადამიანს მიაღწია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პანდემიამდე, როდესაც ქვეყანა ტურისტულ პიკზე იყო, მაჩვენებლები 76,9%-ით აღდგენილია.

ვიზიტების მთლიანი რაოდენობით 3,6 მილიონი ტურისტული ვიზიტია, რაც 35,2%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით. საქართველომ 2019 წლის მაჩვენებლები 91,6%-ით აღადგინა.

გარდა ამისა, მხოლოდ მესამე კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ეწვია 2,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური, რაც 19,4%-ით მეტია 2022 წლის ივლის-სექტემბერში და 80,2%-ით მეტი ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა