მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

თებერვალში დატვირთულობა 80-90 %-ია, ძირითადად სტუმრები ისრაელიდან, ლიეტუვადან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ინდოეთიდან გვყავს - Gudauri Inn

news image
mbc image

„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას თქმით, სასტუმრო Gudauri Inn-ის საშუალო დატვირთულობა იანვარში 70-75%-ის დონეზეა, ხოლო თებერვალში 80-დან 90%-მდეა. 

„დეკემბერმა ისე ჩაიარა, რა მოლოდინიც წინასწარ იყო. დეკემბრის პირველ ნახევარში შედარებით დაბალი სეზონია და მაღალი სეზონი მაინც 20 დეკემბრიდან იწყება, რაც დამოკიდებულია თოვლზე. დეკემბრის ბოლო ნაწილი კი საკმაოდ დატვირთული იყო. ახალი წლის პერიოდში ყოველთვის მაღალი დატვირთულობაა. რეალურად დეკემბრის ბოლოს დაწყებული მაღალი სეზონი 7 იანვრამდეა და ფასებიც შედარებით მაღალია. 7 იანვრიდან იანვრის ბოლომდე შედარებით დაბალი სეზონია, ხოლო იანვრის ბოლოდან უკვე ისევ მაღალი სეზონი იწყება, ანუ მოთხოვნა იზრდება. 

ჯერჯერობით გეგმას მივყვებით, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 იანვრამდე შევსებულები ვართ და 7 იანვრიდან კი სტუმრების რაოდენობა შედარებით შემცირდება. გაყიდვების მიხედვით, თებერვალში უკვე საკმაოდ კარგი მაჩვენებლები გაქვს. თუ კი რაიმე არ შეიცვალა თებერვალში დატვირთულობა 80-დან 90%-მდე იქნება“, - აღნიშნა „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა. 

ერეკლე კოკაიას თქმით, Gudauri Inn-ის სტუმრების უმეტესობა უცხოელი სტუმრები არიან. 

„სტუმრები გვყაქვს ისრაელიდან, ლიეტუვიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ინდოეთიდან. სტუმრების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვნება გვაქვს და ისე არ არის, რომ მხოლოდ ერთი ბაზრიდან გვსტუმრობდნენ. 

ჩვენი ჯავშნები გაკეთებული იყო რამდენიმე თვით ადრე და შესაბამისად ისეთი ჯავშნებია, რომ არ შეიცვლება. ანუ სტუმარს გეგმები რომ შეეცვალოს და არც ჩამოვიდნენ, თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. შესაბამისად ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ტურები არაფერი შეცვლილა. ცვლილებაა უფრო ინდივიდუალურ სტუმრების ნაწილში, რომლებიც ჩამოდიოდნენ ინდივიდუალურად და არა ჯგუფთან ერთად. თუმცა ამ მიმართულებითაც დიდი ცვლილებები არ ყოფილა. ცვლილება შეეხო ძირითადად ევროპიდან სტუმრებს“, - აცხადებს ერეკლე კოკაია. 

შეგახსენებთ, რომ "ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 4 სასტუმროთი ოპერირებს: ივერია ინნ, გუდაური ინნ, ქუთაისი ინნ, და გორი ინნ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა