წელს, მარტვილის კანიონი 160 ათასზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა - საქართველოში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია
წელს, მარტვილის კანიონი 160 ათასზე მეტმა ვიზიტორმა მოინახულა - საქართველოში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.
მარტვილის კანიონი, ვიზიტორებში ყველაზე პოპულარულ ობიექტებს შორისაა და სტუმრების რაოდენობა ყოველ წლიურად იზრდება.
დაინტერესება დიდია, როგორც ევროპის ასევე აზიის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტომ, ბოლო წლებში ეკო ტურიზმის განვითარების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.