წელს პირველად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ქართველი მზარეულები საფრანგეთის პრესტიჟულ კულინარიულ სკოლაში Ferrandi Paris გადამზადდნენ
კერძო სექტორის მხარდაჭერისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ წელს მასშტაბური პროექტები განახორციელა.
ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქართველმა მზარეულებმა საფრანგეთში, დიჟონში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში Ferrandi Paris გადამზადების კურსი გაიარეს.
პროექტის ფარგლებში, 2 კვირის განმავლობაში, კონკურსის წესით შერჩეულმა 10-მა მოქმედმა მზარეულმა ინტენსიური სასერტიფიკატო კულინარიული სასწავლო კურსი გაიარა. კურსი მოიცავდა კერძების მომზადების პრაქტიკულ მეცადინეობასა და ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას, მსოფლიო ტრენდების გაცნობას, სამზარეულოს აღჭურვასა და მართვას.
პროექტი მომდევნო წლებში აქტიურად გაგრძელდება.
წელსვე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულმა და დასაქმების მსურველმა 1000-მდე ადამიანმა გადამზადების კურსი გაიარა. ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. სასწავლო კურსი მოიცავდა შემდეგ თემებს: საოჯახო სასტუმროს მართვა; ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა; გიდის პროფესიული უნარები, მარკეტინგი და გაყიდვები და ა.შ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.