წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ Luxe Global Awards-ის 4 ნომინაციაშია ნომინირებული
წინანდლის მამულის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ Luxe Global Awards-ის 4 ნომინაციაში იღებს მონაწილეობას. სასტუმროს შანსი აქვს გახდეს საუკეთესო ისტორიული სასტუმრო, საუკეთესო კულტურული სასტუმრო, საუკეთესო ღვინის მამულის სასტუმრო და საუკეთესო დიზაინ სასტუმრო.
LUXE Global ასახელებს გამორჩეულ ობიექტებს სტუმარმასპინძლობის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შერჩეულ ნომინანტებს შორის გამარჯვებულები ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდებიან.
მსურველებს ხმის მიცემა შეუძლიათ 21 ივლისამდე შემდეგ ბმულზე:
https://www.luxeglobalawards.com/.../tsinandali-estate-a.../
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.