მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვფიქრობთ, რომ შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს მონაცემებს გავაუმჯობესებთ - KAZIN DMC

news image
mbc image

წლის დასაწყისში ჩვენ აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში და მოლოდინი გვქონდა, რომ შემოსული ტურისტების რიცხვი უნდა გაზრდილიყო, - აცხადებს ტურისტული კომპანია KAZIN DMC-ის თანადამფუძნებელი ცოტნე მიროტაძე 2025 წლის 6 თვის სტატისტიკის  შეფასებისას. მისი თქმით, KAZIN DMC ძირითადად აზიის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე მუშაობს, საიდანაც ზრდის ტენდენცია არის. 

„ჩვენი ძირითადი აქცენტი აზიურ ქვეყნებზე იყო და სტატისტიკაც აჩვენებს, რომ მათი წილი გაცილებით უფრო სწრაფად მზარდია, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან. ივნისში რეგიონში განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან ცუდად იმოქმედა შემოდინებაზე. ჩვენი ძირითადი პარტნიორი არის IndiGo, მან ივლისში საერთოდ გააუქმა ფრენები. არადა ავიაკომპანიას პირიქით უნდა დაემატებინა ახალი მიმართულება ინდოეთიდან. ამან ცალსახად ცუდი გავლენა იქონია ჩვენს შედეგებზე უკვე მეორე კვარტალში და შესაბამისად ბევრი გაუქმება მივიღეთ“, - აცხადებს ტურისტული კომპანიის თანადამფუძნებელი.

ირკვევა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, 2025 წლის პირველ ნახევარში  KAZIN DMC-ს ყველაზე დიდი ზრდა მაინც ინდოეთიდან და ყურის ქვეყნებიდან უფიქსირდება. 

„ინდოეთიდან გვიფიქსირდება ყველაზე დიდი ზრდა. ჩვენი ბაზარი ძირითადად აზიური ქვეყნებია და ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლა უფრო მზარდი იყო. ასევე მზარდი მიმართულებაა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები: საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები“, - აცხადებს ცოტნე მიროტაძე.

ის პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგანაც არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო გართულებებს ისევ არ გამორიცხავს. 

„რთულია პროგნოზების გაკეთება და ყველაფრისთვის მზად ვართ და ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გარემოებები შეიცვალოს. მოლოდინი გაქვს მხოლოდ დადებითი და პოზიტიური და რაც ჩვენს ხელშია იქიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შემოსული ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და 2025 წელს 2024 წლის მონაცემებს გავაუმჯობესებთ“, - აცხადებს ცოტნე მიროტაძე. 

2025 წლის იანვარი-ივნისის( I-II კვარტალი) მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს, 2.3 მილიონ ვიზიტს მიაღწია. საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტების რაოდენობამ კი 3.2 მილიონი შეადგინა.
იგივე საანგარიშო პერიოდში, 2024 წელთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 4.4%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების 4.6%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურისტების 6.9%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წლის II კვარტალშიც და ისტორიული მაქსიმუმი 1.3 მილიონი ვიზიტი შეადგინა.
2025 წლის II კვარტლის მონაცემებით, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 6.9%-ით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, 7%-ით - საერთაშორისო ვიზიტორების, ხოლო 10.7%-ით - საერთაშორისო ტურისტების.
მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან (დიდი ბრიტანეთის გათვალისწინებით) ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 201,986 ვიზიტი შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 10.2%-ია. მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საბერძნეთიდან (+28.2%; +3,006 ვიზიტი); იტალიიდან (+26.1%; +2,271 ვიზიტი); ესპანეთიდან (+25.9%; +1,638 ვიზიტი); გაერთიანებული სამეფო (+25.8%; +3,880 ვიზიტი); პოლონეთი (+21.9%; +6,043 ვიზიტი); გერმანია (+4.2%; 1,296 ვიზიტი) და სხვა.
იგივე საანგარიშო პერიოდში, რეკორდული, 47,430 ვიზიტი განხორციელდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან (ზრდა +10.5%; +4,525 ვიზიტი), მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+20.8%;); კატარიდან (+15.9%;) და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+12.5%;).
ასევე, რეკორდული, 32,750 ვიზიტი განხორციელდა (ზრდა +17%; +4,752 ვიზიტი) 2025 წლის II კვარტალშიც, მათ შორის ვიზიტები გაიზარდა საუდის არაბეთიდან (+25.4%; +4,139 ვიზიტი); არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან (+21.4%; +722 ვიზიტი); ომანიდან (+49.8%; +542 ვიზიტი); კატარიდან (+14.6%; +58 ვიზიტი) და ბაჰრეინიდან (+7.8%; +54 ვიზიტი). ხოლო ვიზიტები შემცირდა ქუვეითიდან (-12.3%; -763 ვიზიტი).
banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა