წლიურ ჭრილში სასტუმროების ფასები 10.0%-ით შემცირდა
საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2023 წლის სექტემბერში, 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით, 6.2%-ით შემცირდა. როგორც PMC Research-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 6.6%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 5.9%-ით შემცირდა. თვიური ინდექსი ყველაზე მაღალი რაჭაში (26.6%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი აჭარაში (-21.4%).
„2023 წლის სექტემბერში, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 10.0%-ით შემცირდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 9.8%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 14.3%-ით შემცირდა. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო გურიაში (33.4%), ყველაზე ნაკლები კი შიდა ქართლში (-16.3%).
2023 წლის სექტემბერში, საქართველოში 3- ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 168 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 268 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების3 საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა“, - განმარტავენ PMC-ში.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა სექტემბერში 495 ლარი შეადგინა. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 780 ლარი შეადგინა, თბილისში - 623 ლარი, კახეთში - 514, ხოლო აჭარაში - 460.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.