მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს

news image
mbc image

აჭარას ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერები სტუმრობდნენ. ბლოგერებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მილიონობით გამომწერს გაუზიარეს. მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერებმა ბათუმისა და აჭარის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ინფლუენსერებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებდნენ და მათ საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებდნენ.

საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მედია-ინფო ტურებთან ერთად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებშიც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის იაპონიაში, დუბაიში, ბერლინში, მადრიდში, ნიუ-იორკში, ჩინეთში, ფრანკფურტში, ინდოეთში, ყაზახეთში, უნგრეთსა და ისრაელში. ამასთან, დეპარტამენტის მოწვევით, აჭარას უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვადანაც სტუმრობდნენ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა