მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

news image
mbc image

ყაზახი და უზბეკი ინფლუენსერები აჭარაში მოგზაურობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძველ ბათუმს, ბულვარს, ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხესა და მთიან აჭარას. საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებს შორის არიან ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან, რომელთა მიერ აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს სოციალურ ქსელებში უკვე მილიონობით ნახვა აქვს. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წლის განმავლობაში 25 - მდე სამიზნე ქვეყანაში აწარმოებს აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. მათ შორისაა პოლონეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ავსტრია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ჰოლანდია და უნგრეთი. უწყების ორგანიზებით რეგიონს უკვე სტუმრობდნენ ინფლუენსერები ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან. წლის ბოლომდე რეგიონში უცხოელი ინფლუენსერებისა და ჟურნალისტების მოწვევა აქტიურად გაგრძელდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს - მაია ომიაძე

05.10.2026.15:57

„ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გაშლილი იყო მთელ საქართველოზე და მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგების შეჯამებისას მაია ომიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებულ სეზონში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, ასევე ფრენების ოდენობამ, რომელმაც საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროგნოზით, ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები შესაბამისად, შემოსავლებში აისახება.

„დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს“- აღნიშნა მაია ომიაძემ.

Galt & Taggart-ი თვის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა