თუ კაპიტალის გარკვეული ნაწილი ჩვენთან დარჩება და მთლიანად ოკეანის გაღმა არ წავა, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება - დავით რუსია
საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკური დირექტორის, დავით რუსიას განცხადებით, საბანკო სექტორში ყველაზე მაღალი კონკურენცია დღეს სადეპოზიტო ბაზარზე, განსაკუთრებით კი ლარის რესურსზეა. მისი თქმით, მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებსაც დანაზოგის შესაძლებლობა აქვთ, შეუძლიათ ისარგებლონ ბანკების შეთავაზებებით და თანხები როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში განათავსონ. დავით რუსიას ინფორმაციით, ამჟამად სადეპოზიტო პორტფელის დაახლოებით 54% ლარშია განთავსებული.
„პოტენციურ დეპოზიტარს შეუძლია თანხა რამდენიმე ბანკში გადაანაწილოს. დღესდღეობით ყველაზე მძაფრი კონკურენცია მაინც სადეპოზიტო ბაზარზეა, განსაკუთრებით - ლარის რესურსზე. ამიტომაც, თუ იურიდიულ ან ფიზიკურ პირებს აქვთ გარკვეული თავისუფალი სახსრები, რომელთა დაზოგვაც შეუძლიათ, მოვუწოდებ, ისარგებლონ საბანკო სისტემის შემოთავაზებებით და განათავსონ ისინი როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში. რეალურად, სადეპოზიტო პორტფელის დაახლოებით 54% დღეს ლარშია. დოლარში 34%-ია, ხოლო ევროში დაახლოებით 10%-ის ფარგლებში. თუმცა აპრილმა საკმაოდ საინტერესო ტენდენცია გამოკვეთა - დეპოზიტების მოცულობა დირჰამებში გაიზარდა - ბანკებმა მომხმარებელს დეპოზიტების დირჰამებში განთავსებაც შესთავაზეს.
სასწაული მაჩვენებელი არ არის, მაგრამ თვითონ პროცენტული ზრდის მაჩვენებელი 300-350%-ს უტოლდება, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულმა ინვესტორთა ჯგუფმა ჩათვალა რომ საქართველოში ამ თანხების დაბანდება შესაძლებელი იყო. ვიცით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ქართული საბანკო სექტორი ცდილობს, რომ გარკვეულ ჰაბად გადააქციოს საქართველო. ამას, რა თქმა უნდა, წინ დიდი შრომა უძღოდა, თუმცა კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. კაპიტალი ყოველთვის ისეთი დიდი ბაზრებისკენ მიისწრაფვის, როგორიც, ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატებია, მით უმეტეს, რომ მათი ხელისუფლებაც მოუწოდებს ინვესტორებს: „მოდით ჩვენთან, ჩვენთან დაცული იქნებით“. ამიტომ, თუ კაპიტალის გარკვეული ნაწილი ჩვენთანაც დარჩება და მთლად ოკეანის გაღმა არ წავა, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება“, - აღნიშნა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს, გუდაურში ძალიან გამალებული სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება - ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანხები | ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი
16.11.2026.22:48
,,არაერთხელ მიხსენებია, რომ საქართველო და მთის კურორტები არის ძალიან იაფი“, - აცხადებს აცხადებს ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასების ეტაპებს, რომლებიც გუდაურში ჩატარდა, ძალიან თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოყვა.
,,დოპელმაიერის“ საბაგიროები მუშაობს, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბევრ შვეიცარიულ კურორტზე ვერ ნახავთ. ჩვენთან მუშაობს მაღალი კლასის ტექნიკა, რომელსაც სჭირდება ძალიან სერიოზული ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე ძალიან ძვირი ჯდება და უცხოელი ტურისტისთვის ეს ძალიან იაფია“, - ამბობს გეგა სალუქვაძე.
„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლის განცხადებით, აუცილებელი იყო ისეთი მოდელის დანერგვა, რომელიც ქართველ დამსვენებლებს ფინანსურ შეღავათებს მისცემდა.
„საქართველოში დღიური ბილეთი საბაგიროზე საშუალოდ 25 დოლარი ღირდა, რაც ტურისტისთვის, რომელიც მოგზაურობს, ძალიან ცოტაა. ვითხოვდით, რომ ფასი ყოფილიყო დიფერენცირებული - უცხოელებისთვის მოემატებინათ და საქართველოს მოქალაქებისთვის მიეცათ შეღავათები“, - აცხადებს ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი.
მისივე თქმით, გუდაურში ინფრასტრუქტურის მშენებლობა კვლავაც გრძელდება, რასაც თავის მხრივ სერიოზული ფინანსები სჭირდება.
„მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს. გუდაურში ძალიან გამალებული სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანხები“, - აცხადებს გეგა სალუქვაძე.