მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურისტულ მომსახურებაზე მაღალი სტანდარტის დაწესებით ქართული კომპანიების მიმართ ნდობა გაიზრდება - მოლოდინები

news image
mbc image

ტურიზმის სექტორში დაგეგმილი რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტურაგენტებისა და ტუროპერატორების საქმიანობის რეგულირება, მომხმარებლებთან სახელშეკრულებო ურთიერთობები პირობების განსაზღვრა და მათი უფლებების დაცვა წარმოადგენს.

როგორც „რეფორმეტრის“ მიერ მომზადებულ „ტურიზმის რეფორმის პროგრესის შეფასებით ანგარიშშია“ აღნიშნული, რეფორმის პროგრესის შეფასების ინდიკატორად საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ქართული ტურისტული კომპანიების პაკეტების გამოყენების მაჩვენებელი შეირჩა.

„იკვეთება, რომ საერთაშორისო ვიზიტორების მიერ ქართული ტურისტული კომპანიების სერვისების გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და 2019-2022 წლების პერიოდში მცირედით არის შემცირებული. 2022 წელს ტურისტულმა კომპანიებმა საერთაშორისო ვიზიტორებზე სულ 33 ათასი პაკეტი გაყიდეს. საერთაშორისო ტურისტული კომპანიების მაჩვენებელი 8-ჯერ აღემატება ქართული ტურისტული კომპანიების მიერ საერთაშორისო ვიზიტორებზე გაყიდული პაკეტების რაოდენობას. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ზოგადად ვიზიტორების უმეტესობა ტურისტული პაკეტის გარეშე მოგზაურობს.

2022 წლის მაჩვენებლებით, უცხოური კომპანიების პაკეტები საერთაშორისო ვიზიტორების 5.9%-მა, ხოლო ქართული კომპანიების 0.7%-მა გამოიყენა.

ტურიზმის რეფორმის განხორციელების შედეგად, მოსალოდნელია, რომ ტურისტული კომპანიების მომსახურების მაღალი სტანდარტის დაწესების შედეგად გაიზრდება მომხმარებელთა ნდობა ქართული ტურისტული კომპანიების მიმართ.

მომხმარებელთა უფლებებისა და მომსახურების სტანდარტის მიმართულებით პროგრესის შეფასების კიდევ ერთ ინდიკატორს ტურისტული ვიზიტით კმაყოფილების მაჩვენებელი წარმოადგენს. 2019-2022 წლებში, ამ მიმართულებით დადებითი დინამიკა იკვეთება. ამ პერიოდში, კმაყოფილი ტურისტების რაოდენობა 3.6%-ით არის გაზრდილი. რეფორმის შედეგად, მოსალოდნელია, მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით ტურისტული ვიზიტით კმაყოფილი მოგზაურების რაოდენობის ზრდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა