მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სავალდებულო ხდება

news image
mbc image

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ტურიზმის შესახებ" და მისგან გამომდინარე პროექტები:  „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ".

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საკითხის წარდგენისას განმარტა, ტურიზმის სფეროში აქამდე არსებული მოძველებული  საკანონმდებლო ბაზა სახელმწიფოს  მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს, რომ ადეკვატურად უზრუნველყოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა და ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და სხვა.

მისი თქმით,  ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება განპირობებულია ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების მოთხოვნებით, რომელთა განსახორციელებლად დაინტერესებულია საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.

კანონპროექტის შესაბამისად ხდება  ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება. განისაზღვრება  უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებისა და მოვალეობების, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმები.  ასევე რეგულირდება ტურისტების უფლებები და მოვალეობები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  საკითხები.

პროექტით განისაზღვრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი და  ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. ასევე სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით შესაძლებელი გახდება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის  პლენარულ სხდომაზე გატანას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა