ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია - „ამბასადორი თრეველი“ მიმდინარე წლის ტენდენციას აჯამებს
საქართველოში ზაფხულის ტურისტული სეზონი პიკურ ფაზაში შედის. ტურისტული კომპანია „ამბასადორი თრეველის“ დირექტორის, სალომე თოთიბაძის განცხადებით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მაისიდან ოქტომბრამდე მკვეთრად იზრდება და წლევანდელ სეზონზე ლიდერ პოზიციას კვლავ ისრაელი ინარჩუნებს.
კომპანიის მონაცემებით, შემომავალი ტურისტული ნაკადის ყველაზე დიდი წილი - დაახლოებით 40% სწორედ ისრაელიდანაა. რეიტინგში მეორე ადგილზე ინდოეთია 20%-ით.
"საქართველოში ტურისტული მოთხოვნა მკვეთრად იზრდება მაისიდან ოქტომბრამდე. ეს პერიოდი ქვეყნისთვის ყველაზე დატვირთულია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება წლის სხვა თვეებს. წლევანდელ სეზონზე ყველაზე მეტი სტუმარი კვლავ ისრაელიდან გვყავს, რომლის წილი დაახლოებით არის 40%, ინდოეთიდან - 20%, რუსეთიდან და უკრაინიდან - 10-10%-ია, დარჩენილი 20% სხვადასხვა ბაზრებზე ნაწილდება, როგორიცაა: თურქეთი, ჩინეთი, გალფის და ევროპის ქვეყნები." - აღნიშნავს „ამბასადორი თრეველის“ დირექტორი.
სხვა სიახლეები
მსოფლიო დონის გასტრონომიული ექსპერტები და გავლენიანი ჟურნალისტები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
13.08.2026.16:24
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, საქართველოს მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევრები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები ეწვივნენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ, გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს. სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.
ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის წარმოჩენა, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.