ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია ევროპის ქვეყნებიდან - „ბანგურიანი მესტიაში“
აგვისტოში სასტუმროს დატვირთულობა 80%-მდეა. პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორი აღდგენის რეჟიმშია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს, აქტივობა მაღალია ევროპის ქვეყნებიდან .
„გვაქვს შემოდგომის ჯავშნები. ვიზიტორების ნაკადი სტაბილურია პოლონეთიდან და ევროპის სხვაქვეყნებიდან“, - განაცხადა ლაშა ჯაფარიძემ.
რამდენიმე დღეში „ბანგურიანი მესტიაში“ ტერასას გახსნის, სადაც მოეწყო ლაუნჯ ბარი, შესაძლებელი იქნება საღამოების გატარება.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასტუმროს მფლობელები 2025 წლისთვის გეგმავენ სასტუმრო ოთახების კეთილმოწყობასა კიდევ ერთი ტერასას მოწყობასა და აუზის მშენებლობას, რასაც პირადი კაპიტალდაბანდებით განახორციელებენ
აგვისტოში, „ბანგურიანი მესტიაში“ ორ ადგილიანი ოთახის ფასი საუზმით 220 ლარია, საოჯახო ოთახის (საუზმით) 300 ლარი, ხოლო 260 ლარი ღირს (საუზმით) განთავსება სამ ადგილიან ოთახში.
ამ დროისთვის სასტუმროს აქვს 36 ოთახი. ტურისტულ ობიექტზე 15 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.