მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება, მოლოდინს გადააჭარბა, როგორც რაოდენობის კუთხით ისე ფისკალურად - შოთა ბურჯანაძე

news image
mbc image

ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება, მოლოდინს გადააჭარბა, როგორც რაოდენობის კუთხით ისე ფისკალურად, - აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე. მისი თქმით, უცხოელი სტუმრები აქტიურად ჩამოდიან, როგორც შავიზღვისპირეთში ისე თბილისში.

„რეალურად 2025 წლის დასაწყისი ტურისტული სფეროსთვის შესაძლოა სტარტი არ იყო ის რაც იქნებოდა დადებითი, თუმცა რეალურად ტურისტულმა სეზონმა, რომელიც მაისიდან იწყება მოლოდინს გადააჭარბა, როგორც რაოდენობის კუთხით ისე ფისკალური კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული მიმართულებები გარკვეულწილად შეიცვალა და ტურისტების დიდი რაოდენობა გვყავს ჩინეთიდან, ინდოეთიდან, სპარსეთის ყურიდან გვყავს, მიუხედავად ამისა თბილისი იქნება თუ რეგიონები რაოდენობრივად და ფისკალურად დადებითი ციფრები გვაქვს.

უცხოელი ტურისტების რაოდენობა არის გაზრდილი. მე როცა ახლა ინტერვიუს ვიძლევი სასტუმროების დიდ რაოდენობას აქვს ოვერბუქინგი და შევსებულია მთლიანად. დიდი ხანია ჩვენ ასეთი სიტუაცია არ გვქონდა და შესაბამისად როგორც თბილისში ისე შავიზღვისპირეთში მათი ხარჯვითი წილიც იზრდება.

გასტრონომიული მიმართულება არის ტურიზმის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშა და ჩვენ გვაქვს აუთენტური, განსაკუთრებული კულტურა. ტურისტი, რომელიც ჩამოდის მისთვის არამხოლოდ ღირსშესანიშნაბები, ისტორიულ ძეგლებია მნიშვნელოვანი, ასევე მისთვის მნიშვნელოვანია გასტრონომიული კულტურის გაცნობაც“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

2025 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას - თითქმის 2 მილიარდ აშშ. დოლარს (1,971.0 მლნ აშშ დოლარს) გაუტოლდა.

2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა.

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ. აშშ. დოლარით, 37.9%-ით და 241.9 მლნ. აშშ შეადგინა) ევროკავშირიდან და დიდი ბრიტნეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ. აშშ. დოლარით, 12.5%-ით და 277.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ. აშშ. დოლარით, 30.7%-ით და 102.6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ. აშშ. დოლარით, 18.9%-ით და 38.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ. აშშ. დოლარით, 2.8%-ით და 66.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა