მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი - ნატა კვაჭანტირაძე

news image
mbc image

ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„რაც შეეხება ზოგადად გამოწვევებს რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარება, ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა კადრების თემა არის ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში, როცა სექტორი უკვე შედის იმ ფაზაში რომ ძალიან ცხელი, აქტიური სეზონი დგება და თავისთავად ახლა გვაქვს ის პერიოდი როცა ეს გამოწვევა ძალიან თვალსაჩინოდ იჩენს თავს. თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცდილობს ბიზნესი რომ მომზადებული შეხვდეს სეზონს და მაქსიმალურად ცდილობს რომ კადრების გადამზადების პროცესში შევიდეს და თავის სტრუქტურებში ქმნიან გარკვეულწილად ტრენინგ ცენტრებსაც და ეს უკვე იქედან გამომდინარე ხდება რომ სრულიად ბაზარი ვერ აკმაყოფილებს  იმ საჭიროებებს  რაც ზოგადად ბიზნესს აქვს. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბოლო პერიოდის ახალი ინიციატივა არის, როდესაც ჩვენ გამოსავლების ძებნაზე ვსაუბრობდით შეგვექმნა მაქსიმალურად ისეთი ინიციატივა, სადაც დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ამ მიმართულებით იქნებოდა ძალიან მაღალი და დღეს გვაქვს კერძო, საჯარო, საგანმანათლებლო ინსტიტუტების ერთობლივი ინიციატივა - ეს არის განათლების და უნარების კომიტეტი, რომელიც ასოციაციის შიგნით სულ ახლახანს ინიცირდა და უფრო მოდიფიცირება მოხდა განათლების კომიტეტის. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ უნარების განვითარებაზე, რადგანაც სერვისი იწყება პირველ რიგში პირდაპირი კომუნიკაციით და შემდეგ ხდება მთელი სპექტრი იმ უნარების გამოვლინების რომელიც ზოგადად ბიზნესს სჭირდება დასაქმების ადგილზე. მთავარი პროცესი ამაში არის ის რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ბიზნესის პასუხისმგებლობაც და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მათი მიდგომები იყოს უფრო ლოიალური, უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული და ხარისხის განვითარება სწორედ იწყება ურთიერთთანამშრომლობით, სწორი კომუნიკაციით, სწორი ინიციატივებით და ვფიქრობთ რომ ეს ინიციატივა იქნება ძალიან  პირველი ნაბიჯები იმის საწინდარი რომ გავაძლიეროთ ბიზნესის ჩართულობაც საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ნაწილში, გავაძლიეროთ სამუშაოზე დაფუძნებული განათლების პოპულარობა და გავზარდოთ ცნობადობა იმ კუთხით რომ ტურიზმი, როგორც პროფესია არის ძალიან პერსპექტიული, საინტერესო და მომავლში  უზრუნველყოფს ნებისმიერი დასაქმებულის შესაძლებლობებს და ამ კუთხით ჩვენ გვეხმარება ძალიან ბევრი დაინტერესებული ორგანიზაცია, როგორც საჯარო, ასევე კერძო და საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ეს ერთობლიობა შექმნის ინიციატივას რომ მომავალში გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება ამ კუთხით, ჩვენი მაქსიმუმი რომ გამოვიყენოთ სწორედ ასოციაცია ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს და ვუზრუნველყოთ მათი გამოწვევების დაძლევა კონკრეტული ინიციატივებით. სხვა გზა არ არის, რადგანაც ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა რაც ზოგადად კერძო სექტორს სჭირდება განვითარებისთვის“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image „საქართველოს, როგორც უსაფრთხო, მრავალფეროვან და ავთენტურ მიმართულებას, მართლაც უსაზღვრო პოტენციალი აქვს“ - Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი

28.11.2026.18:01

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია - „მეტი, ვიდრე მოგზაურობა: მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სამოგზაურო პლატფორმის, Expedia Group Advertising-ის უფროსი რეგიონული მენეჯერი (EMEA), ლაურა მილოს სანჩესი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ექსპერტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შეფასებისას აღნიშნა, რომ ქვეყანას ახალი საერთაშორისო ვიზიტორების მოსაზიდად კარგი პოზიცია აქვს.

"ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, რომ ყველამ ერთ სივრცეში მოიყარა თავი. ავიაკომპანიები, ინდუსტრიის პარტნიორები, სასტუმროები, ასევე სხვადასხვა დარგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აქ, თბილისში შეიკრიბნენ. როგორ შეგვიძლია საქართველოს კიდევ უფრო განვითარება? როგორ მოვიზიდოთ საქართველოში მეტი საერთაშორისო მოგზაური და როგორ გავაცნოთ მათ ქვეყნის ის რეგიონები და ადგილები, რომლებიც აქამდე არ უნახავთ? ვფიქრობ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, ქვეყანა ამჟამად ძალიან კარგ პოზიციაზეა და მასპინძლობს ახალ საერთაშორისო ვიზიტორებს, ასე რომ, პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. საქართველოს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის იმდენად მრავალფეროვანი და ავთენტური ქვეყანა, რომ აუცილებლად უნდა გააცნოს საკუთარი თავი მთელ მსოფლიოს. - აღნიშნა ლაურა მილოს სანჩესმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა