ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი - ნატა კვაჭანტირაძე
ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რაც შეეხება ზოგადად გამოწვევებს რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარება, ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა კადრების თემა არის ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში, როცა სექტორი უკვე შედის იმ ფაზაში რომ ძალიან ცხელი, აქტიური სეზონი დგება და თავისთავად ახლა გვაქვს ის პერიოდი როცა ეს გამოწვევა ძალიან თვალსაჩინოდ იჩენს თავს. თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცდილობს ბიზნესი რომ მომზადებული შეხვდეს სეზონს და მაქსიმალურად ცდილობს რომ კადრების გადამზადების პროცესში შევიდეს და თავის სტრუქტურებში ქმნიან გარკვეულწილად ტრენინგ ცენტრებსაც და ეს უკვე იქედან გამომდინარე ხდება რომ სრულიად ბაზარი ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს რაც ზოგადად ბიზნესს აქვს. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბოლო პერიოდის ახალი ინიციატივა არის, როდესაც ჩვენ გამოსავლების ძებნაზე ვსაუბრობდით შეგვექმნა მაქსიმალურად ისეთი ინიციატივა, სადაც დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ამ მიმართულებით იქნებოდა ძალიან მაღალი და დღეს გვაქვს კერძო, საჯარო, საგანმანათლებლო ინსტიტუტების ერთობლივი ინიციატივა - ეს არის განათლების და უნარების კომიტეტი, რომელიც ასოციაციის შიგნით სულ ახლახანს ინიცირდა და უფრო მოდიფიცირება მოხდა განათლების კომიტეტის. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ უნარების განვითარებაზე, რადგანაც სერვისი იწყება პირველ რიგში პირდაპირი კომუნიკაციით და შემდეგ ხდება მთელი სპექტრი იმ უნარების გამოვლინების რომელიც ზოგადად ბიზნესს სჭირდება დასაქმების ადგილზე. მთავარი პროცესი ამაში არის ის რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ბიზნესის პასუხისმგებლობაც და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მათი მიდგომები იყოს უფრო ლოიალური, უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული და ხარისხის განვითარება სწორედ იწყება ურთიერთთანამშრომლობით, სწორი კომუნიკაციით, სწორი ინიციატივებით და ვფიქრობთ რომ ეს ინიციატივა იქნება ძალიან პირველი ნაბიჯები იმის საწინდარი რომ გავაძლიეროთ ბიზნესის ჩართულობაც საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ნაწილში, გავაძლიეროთ სამუშაოზე დაფუძნებული განათლების პოპულარობა და გავზარდოთ ცნობადობა იმ კუთხით რომ ტურიზმი, როგორც პროფესია არის ძალიან პერსპექტიული, საინტერესო და მომავლში უზრუნველყოფს ნებისმიერი დასაქმებულის შესაძლებლობებს და ამ კუთხით ჩვენ გვეხმარება ძალიან ბევრი დაინტერესებული ორგანიზაცია, როგორც საჯარო, ასევე კერძო და საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ეს ერთობლიობა შექმნის ინიციატივას რომ მომავალში გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება ამ კუთხით, ჩვენი მაქსიმუმი რომ გამოვიყენოთ სწორედ ასოციაცია ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს და ვუზრუნველყოთ მათი გამოწვევების დაძლევა კონკრეტული ინიციატივებით. სხვა გზა არ არის, რადგანაც ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა რაც ზოგადად კერძო სექტორს სჭირდება განვითარებისთვის“, - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart
22.10.2026.21:59
Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს.
ვიზიტების დინამიკა:
2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.
ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.
ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.
2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.
შემოსავლები ტურიზმიდან:
2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).
ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.