ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული l ნატა კვაჭანტირაძე
ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და დღეს ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დღეს ძალიან აქტიურ ფაზაში არის შესული და თქვენ სწორედ ბრძანეთ, სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია ტურისტების შემოსვლის და ეს იმის ფონზე რაც გამოიარა სექტორმა გაზაფხულის პერიოდში.
რა თქმა უნდა მისასალმებელია ის შედეგი რაც დღეს სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სტატისტიკა გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ გავაკეთოთ უკვე გეგმარება და ახალი აქცენტები სამომავლო განვითარებაზე და სწორედ ის ტენდენციები, რომელიც გლობალურად ვითარდება ტურიზმისთვის, რაც პირდაპირ აისახება ტურისტის კმაყოფილებაზე პირველ რიგში და შესაბამისად ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ეს არის ის ინოვაციური მიდგომები, რომელიც ზოგადად ტურისტს აინტერესებს.
გლობალურ ტრენდებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი ძირითადი მაინც არის გამოცდილებითი ტურიზმი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ შეხებას იმ ავთენტურ, კულტურულ მემკვიდრეობასთან, სადაც გადაადგილდება ტურისტი და ჩვენი ქვეყანა ამით ძალიან უხვია და ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, როგორც ქვეყანას გამოცდილებითი ტურიზმის ნაწილში.
რა თქმა უნდა ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ერა გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ტურისტი დღეს აქცენტს აკეთებს გაიმარტივოს მოგზაურობის შესაძლებლობები და პირდაპირ, თვითონ დაგეგმოს მისთვის სასურველი ვიზიტები ამა თუ იმ ქვეყანაში და ტენდენციურად მიყვება უკვე ის ძირითადი ასპექტები, რომელიც ზოგადად ახლავს ტურიზმის განვითარებას. ეს არის ის რომ სრულიად შეიცვალა განსაკუთრებით პანდემის შემდეგ მიდგომები მოგზაურობის ნაწილში და მეტწილად ტურისტი არჩევს უსაფრთხო გადაადგილების ლოკაციებს და დანიშნულების ადგილებს. აქცენტი კეთდება ველნეს მიმართულებაზე და ჯანმრთელობის ტურიზმზე და თავისთავად ამ მთლიან კონტექსტში მოიაზრება ის რომ ის თანკვეთა ტურისტული პროდუქტების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ძალიან მრავალფეროვანია იყოს დაკავშირებული იმ გლობალურ მიდგომებთან, რომელსაც უშუალოდ საერთაშორისო ტურისტი არჩევს და ირჩევს სამომავლო მოგზაურობისთვის“, - აცხადეს ნატა კვაჭანტირაძე.
სხვა სიახლეები
კადრების დეფიციტი იქნება მუდმივად თანმდევი გამოწვევა სასტუმროების რაოდრენობის ზრდის ფონზე, შესაბამისად, მომავალში დადგება კიდევ უფრო მწვავედ თუ დღეს არ დავიწყებთ აქტიურს თანამშრომლობას ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან - ნატა კვაჭანტრაძე
21.07.2026.18:42
კადრების დეფიციტი იქნება მუდმივად თანმდევი გამოწვევა სასტუმროების რაოდრენობის ზრდის ფონზე, შესაბამისად, მომავალში დადგება კიდევ უფრო მწვავედ თუ დღეს არ დავიწყებთ აქტიურს თანამშრომლობას ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„რაც შეეხება ზოგადად გამოწვევებს რა თქმა უნდა ტურიზმის განვითარება, ტურიზმი არის სერვისზე ორიენტირებული ინდუსტრია და თავისთავად სერვისი ნიშნავს ადამიანების ძალიან მკვეთრ ჩართულობას, ადამიანური რესურსი ამ შემთხვევაში არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა კადრების თემა არის ძალიან კრიტიკულ სიტუაციაში, როცა სექტორი უკვე შედის იმ ფაზაში რომ ძალიან ცხელი, აქტიური სეზონი დგება და თავისთავად ახლა გვაქვს ის პერიოდი როცა ეს გამოწვევა ძალიან თვალსაჩინოდ იჩენს თავს. თუმცა ამ ბოლო პერიოდში ძალიან ცდილობს ბიზნესი რომ მომზადებული შეხვდეს სეზონს და მაქსიმალურად ცდილობს რომ კადრების გადამზადების პროცესში შევიდეს და თავის სტრუქტურებში ქმნიან გარკვეულწილად ტრენინგ ცენტრებსაც და ეს უკვე იქედან გამომდინარე ხდება რომ სრულიად ბაზარი ვერ აკმაყოფილებს იმ საჭიროებებს რაც ზოგადად ბიზნესს აქვს. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ბოლო პერიოდის ახალი ინიციატივა არის, როდესაც ჩვენ გამოსავლების ძებნაზე ვსაუბრობდით შეგვექმნა მაქსიმალურად ისეთი ინიციატივა, სადაც დაინტერესებული მხარეების ჩართულობა ამ მიმართულებით იქნებოდა ძალიან მაღალი და დღეს გვაქვს კერძო, საჯარო, საგანმანათლებლო ინსტიტუტების ერთობლივი ინიციატივა - ეს არის განათლების და უნარების კომიტეტი, რომელიც ასოციაციის შიგნით სულ ახლახანს ინიცირდა და უფრო მოდიფიცირება მოხდა განათლების კომიტეტის. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებთ უნარების განვითარებაზე, რადგანაც სერვისი იწყება პირველ რიგში პირდაპირი კომუნიკაციით და შემდეგ ხდება მთელი სპექტრი იმ უნარების გამოვლინების რომელიც ზოგადად ბიზნესს სჭირდება დასაქმების ადგილზე. მთავარი პროცესი ამაში არის ის რომ ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ ბიზნესის პასუხისმგებლობაც და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში მათი მიდგომები იყოს უფრო ლოიალური, უფრო თანამშრომლობაზე ორიენტირებული და ხარისხის განვითარება სწორედ იწყება ურთიერთთანამშრომლობით, სწორი კომუნიკაციით, სწორი ინიციატივებით და ვფიქრობთ რომ ეს ინიციატივა იქნება ძალიან პირველი ნაბიჯები იმის საწინდარი რომ გავაძლიეროთ ბიზნესის ჩართულობაც საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ნაწილში, გავაძლიეროთ სამუშაოზე დაფუძნებული განათლების პოპულარობა და გავზარდოთ ცნობადობა იმ კუთხით რომ ტურიზმი, როგორც პროფესია არის ძალიან პერსპექტიული, საინტერესო და მომავლში უზრუნველყოფს ნებისმიერი დასაქმებულის შესაძლებლობებს და ამ კუთხით ჩვენ გვეხმარება ძალიან ბევრი დაინტერესებული ორგანიზაცია, როგორც საჯარო, ასევე კერძო და საგანმანათლებლო ინსტიტუტები და ეს ერთობლიობა შექმნის ინიციატივას რომ მომავალში გაცილებით უკეთესი შედეგი გვექნება ამ კუთხით, ჩვენი მაქსიმუმი რომ გამოვიყენოთ სწორედ ასოციაცია ცდილობს რომ რაც შეიძლება მეტად დავეხმაროთ ბიზნესს და ვუზრუნველყოთ მათი გამოწვევების დაძლევა კონკრეტული ინიციატივებით. სხვა გზა არ არის, რადგანაც ჩვენ თვითონ უნდა ავიღოთ ის პასუხისმგებლობა რაც ზოგადად კერძო სექტორს სჭირდება განვითარებისთვის“, - აცხადეს ნატა კვაჭანტირაძე.