მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურიზმიდან მიღებული რეკორდული შემოსავლები მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და იმის დადასტურება, რომ მთლიანად სექტორი სწორი მიმართულებით ვითარდება - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
mbc image

„ტურიზმის სექტორში მიღებული შემოსავლების თვალსაზრისით  მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული, დაახლოებით 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რომელმაც 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი შეადგინა. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია და იმის დადასტურება, რომ მთლიანად სექტორი სწორი მიმართულებით ვითარდება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისის ჭრილშიც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით თითქმის 4%-იანი ზრდა ფიქსირდება -  ეს დაახლოებით 2 მილიარდ აშშ. დოლარს შეადგენს, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

„პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ასევე გაუმჯობესებულია პანდემიამდელი, 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი თითქმის 36%-ით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წლიდან წლამდე ტურიზმის სექტორი სტაბილურად იზრდება და ვითარდება. ასევე მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების კონტრიბუცია, ზრდის მაჩვენებელი, რომელთა ხარჯზეც აღნიშნული რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს. საგულისხმოა, რომ ამ კუთხით საკმაოდ ვრცელი გეოგრაფია, სხვადასხვა რეგიონებია წარმოდგენილი. მაგალითად, ევროკავშირიდან შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი, ისრაელიდან - თითქმის 17%-ით. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ტურისტული შემოსავლები აზერბაიჯანიდან - თითქმის 42%-ით, საუდის არაბეთიდან 21%-ით", - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ აღნიშნული შედეგები დარგის განვითარების მიზნით მთავრობის ზოგადი ეკონომიკური პოლიტიკის თანმიმდევრულობასთან ერთად,  იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯებითაა განპირობებულია, რომლებიც უზრუნველყოფს  საქართველოს პირდაპირ დაკავშირებადობას მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ ბაზრებთან და მიმართულებებთან.

„დღეს ჩვენს ავიაბაზარზე 70-ზე მეტია ავიაკომპანია ოპერირებს 110-ზე მეტი სხვადასხვა  მიმართულებით. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელიც დიდ როლს თამაშობს იმ კუთხით, რომ ჩვენ წლის განმავლობაში  თითქმის ყველა მიმართულებით რეკორდულ მაჩვენებლებს ვაფიქსირებთ - ტურისტების რაოდენობის, შემოსავლების და სხვა იმ პარამეტრების თვალსაზრისით, რომლითაც კონკრეტულ პერიოდში აღნიშნული დარგის წარმატება იზომება. ჩვენი მოლოდინია, რომ ტურიზმის დარგის და შესაბამისად, აქედან მიღებული შემოსავლების ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა