მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურიზმის აღდგენის დინამიკასა და საკანონმდებლო ჩარჩოზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმსჯელეს

news image
mbc image

ტურიზმი და ავიაცია, შიდა და გარე ფრენები, სექტორის საკანონმდებლო ჩარჩო და მასთან დაკავშირებული გამოწვევები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეხვედრის მთავარი საკითხები.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ტურიზმის სექტორის მიმდინარე მდგომარეობა და მასში არსებული გამოწვევები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განხილული იყო ტურიზმში პოსტპანდემიური აღდგენის დინამიკა, ასევე გაანალიზდა ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიები  და ის პროგნოზები, რომელიც მიმდინარე წლისთვის არსებობს.

აღსანიშნავია, რომ საუბარი, ასევე, შეეხო საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც დაარეგულირებს, როგორც გიდების ნებაყოფლობითი სერტიფიცირების საკითხებსა და მაღალი რისკის შემცველ ტურისტულ საქმიანობას, ასევე დაიცავს ტუროპერატორებს შესაძლო გადახდისუუნარობისგან.

შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მხრიდან, გაჟღერდა არაერთი საინტერესო ინიციატივა და მოსაზრება.

„მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესთან, რადგან ბიზნეს ოპერატორების მოსაზრებების მოსმენა და დაგეგმვის პროცესში მათი ჩართულობა უზრუნველყოფს ტურისტული სექტორის მდგრადი განვითარების საფუძველს. ამასთან, ადმინისტრაციის გეგმების გაცნობა კომპანიებისთვის მათი მომავალი ბიზნეს აქტივობების დაგეგმვის კარგი შესაძლებლობაა. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც, როგორც ვხედავთ, ორმხრივი სარგებლის მომტანი იქნება“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა