ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან შეხვედრა საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით - ნინო ისაკაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
საუბარი შეეხო ტურიზმის სექტორში გლობალურ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო ყვარლის ტბის რესზორტისა და მონოგრაფის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ნინო ისაკაძე.
„ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან განვიხილეთ საკითხები ყველა მიმართულებით, მათ შორის სატრანსპორტო, შიდა ტურიზმის კუთხით. საუბარი იყო სხვადასხვა აქციებისა და ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ, ვისაუბრეთ კოლაბორაციებზეც და მგონია, რომ ეს შეხვედრა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან საფუძველს დაუდებს ძალიან ბევრ ცვლილებას სექტორის მიმართულებით და იმედი გვაქვს, რომ ყველანი ერთად შევძლებთ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, - აცხადებს ნინო ისაკაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.