მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს

news image
mbc image

ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან.  პრესტურის ფარგლებში ინდოელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი და წყალტუბო მოინახულეს. მედიის წარმომადგენლები  მესტიას ეწვევიან, დაათვალიერებენ ჰაწვალს, ლატალს, უშგულს. ტურის განმავლობაში ინდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს კულტურას, სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებს, სამთო და გამაჯანსაღებელ კურორტებსა და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან.

მედიის წარმომადგენლები ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემებისთვის “New Indian Express”-სა და “Deccan Herald”-ისთვის სტატიებს მოამზადებენ. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში მილიონობით მკითხველი და სოციალური ქსელების მომხმარებელი გაეცნობა.

„საქართველოში პირველად 5 წლის წინ ვიყავი, ძალიან მომწონს ძველი თბილისის არქიტექტურა, განსაკუთრებით კი ძველებური აივნები, გოგირდის აბანოები და  ეკლესიები. ძალიან მიზიდავს თქვენი კულტურა, სამზარეულო და  რა თქმა უნდა ღვინო. გამორჩეულად მომწონს ხალხი, მათი განწყობა. ვამბობდი ოდესმე საქართველოში დავბრუნდებოდი და აი აქ ვარ, თბილისთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ვიმოგზაურებ და მკითხველს საქართველოს გავაცნობ“,-აცხადებს ტურის მონაწილე კაპლანა სომასანდერი.  პრესტურის მიზანია ინდოეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა. თბილისსა და დელის შორის ავიაკომპანიამ Indigo კვირაში სამი სიხშირით პირდაპირი ფრენები დაიწყო.Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა