მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას აგრძელებს

news image
mbc image

სათავგადასავლო ტურიზმის  განვითარების მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმერეთში 2 საფეხმავლო ბილიკის მონიშვნა დაასრულა.   პირველი ბილიკი ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის სიახლოვეს იწყება და ერთმანეთთან აკავშირებს ქუთაისს სათაფლიის აღკვეთილსა და სოფელ გუმათს. მეორე ბილიკის მარკირება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ზარათში ჩატარდა, რომელიც ზარათის ჩანჩქერამდე მიდის.

გასულ წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მონიშნა და  ინფრასტრუქტურულად მოაწყო  ჯამურად 227 კმ სიგრძის  28 საფეხმავლო  ბილიკი, მათ შორისაა იმერეთის  2 ბილიკი. ჭიათურის მუნიციპალიტეტში 2,7 კმ სიგრძის  კაცხი- კაცხის სვეტის პანორამული ბილიკი მოეწყო. ბილიკებს ბოლოს იშლება პანორამული ხედები კაცხის სვეტზე.  5 კმ სიგრძის ბილიკი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანის ჩანჩქერთან მოეწყო.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

„კაცხის სვეტის პანორამულ ხედთან უკვე მარკირებული ბილიკით შესაძლებელია მოხვედრა, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოამზადა. მთელი საქართველოს მასშტაბით 111 ბილიკია მონიშნული, რომელიც 1400 კილომეტრს ფარავს. აღსანიშნავია, რომ საფეხმავლო ბილიკები როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მოლაშქრეებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია, მონიშნული ბილიკები მოგზაურებს უადვილებს უსაფრთხოდ მოინახულონ ჩვენი ქვეყნის ისტორიული ძეგლები, ულამაზესი ბუნება, მთები, ხეობები, მდინარეები და ა.შ.“-აცხადებს მაია ომიაძე.

წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამეგრელოში, იმერეთსა და  ფშავ-ხევსურეთში ჯამურად 180 კმ ბილიკის მონიშვნას გეგმავს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა