ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, უშიკისა და ჰაკონეს რეგიონებს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, უშიკისა და ჰაკონეს რეგიონებს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე რეგიონული ტურიზმის განვითარების მიმართულებით იაპონიის გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრებისას ასევე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
იაპონიის რეგიონებში ვიზიტის ორგანიზატორი იაპონიაში საქართველოს საელჩო იყო. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.