მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190
-0.0035
flag
AZN 1.5254
0
flag
CNY 38.894
0.0002
flag
EUR 2.8495
-0.0052
flag
GBP 3.4194
-0.0014
flag
KZT 58.36
-0.0001
flag
TRY 0.0514
-0.0001
flag
USD 2.5928
-0.0003
news banner

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება

news image
mbc image

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026-ის დასკვნითი საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ბანკი და იელთი ჯგუფი. პროექტის პრეზიდენტია ელენე ოთარაშვილი, მმართველი პარტნიორები - ნიკოლოზ სირაძე და ერეკლე მეფისაშვილი.

„2026 წელს პროექტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების პლატფორმად ჩამოყალიბდა. განახლდა ნომინაციების სისტემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს, ადგილობრივ და ავთენტურ ტურისტულ პროდუქტებს, ტექნოლოგიურ ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და სტარტაპებს. წელს კონკურსში 190 ნომინანტი მონაწილეობს. საზეიმო ცერემონიაზე გამარჯვებულები 35 ნომინაციაში გამოვლინდებიან“ - ელენე ოთარაშვილი; ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პრეზიდენტი

პროექტის მიზანია სტუმარმასპინძლობის მიღწევების აღიარება, ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და პროფესიონალიზმის გაძლიერება ინდუსტრიაში.

2026 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ტურიზმის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ნომინაციებში დამატება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტურიზმის სფეროში ხარისხიანი აკადემიური განათლების წახალისებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ინდუსტრიას შორის კავშირის გაძლიერებისთვის და მომავალი პროფესიონალების განვითარების ხელშეწყობისთვის.

დაინერგა შეფასების ახალი მეთოდოლოგია და კრიტერიუმები, რომლებიც დაეფუძნა უახლეს პრაქტიკას და საერთაშორისო სტანდარტებს. ჩამოყალიბდა ჟიურის ახალი შემადგენლობა. შეფასების პროცესს წარმართავდა საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“.

პირველად პროექტის ისტორიაში შეფასების სისტემაში ინტეგრირდა „მისტიური სტუმრის“ კომპონენტი. ამ მიმართულებით პროექტში ჩაერთნენ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტები, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეძლიერებინა და ახალ ხარისხში აგვეყვანა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროფესიული სანდოობა.

პროექტის საგანმანათლებლო მიმართულების ფარგლებში, სტუმარმასპინძლობის სფეროს შუა და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის გაიმართა ვორქშოპი: სტრატეგიული ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში. ვორქშოპს მაღალი კლასის საერთაშორისო ექსპერტები: ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი უძღვებოდნენ.

2026 წელს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ქოლგის ქვეშ შეიქმნა პოდკასტი TOURISM TALKS, სივრცე ღია და გულწრფელი დიალოგისთვის ტურიზმის რეალურ გამოწვევებზე, პრობლემებზე, შეცდომებზე, ადამიანებზე, იდეებსა და ინიციატივებზე. პოდკასტი გახდა ერთგვარი ხმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქართულ ტურიზმს.

განვითარების ახალ ეტაპზე გაფართოვდა პროექტის პარტნიორთა ეკოსისტემა, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, საერთაშორისო და ადგილობრივი კერძო კომპანიები, პროფესიული ასოციაციები, სასწავლო დაწესებულებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები.

28 ოქტომბერს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე სტუმრებს ელოდებათ გამარჯვებულების გამოვლენა, სპეციალური ჯილდოების გადაცემა და ქართული მუსიკის შედევრები სიმფონიური ორკესტრის შესრულებით, მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით. ეს იქნება ქართული ტურიზმის დიდი დღესასწაული: საუკეთესო მიღწევების, პროფესიონალიზმის და იმ ადამიანების აღიარება, რომლებიც ინდუსტრიის განვითარებას ქმნიან.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს, გუდაურში ძალიან გამალებული სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება - ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანხები | ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი

16.11.2026.22:48

,,არაერთხელ მიხსენებია, რომ საქართველო და მთის კურორტები არის ძალიან იაფი“, - აცხადებს აცხადებს ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი გეგა სალუქვაძე. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატსა და მსოფლიო თასების ეტაპებს, რომლებიც გუდაურში ჩატარდა, ძალიან თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოყვა.

,,დოპელმაიერის“ საბაგიროები მუშაობს, რომელსაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ბევრ შვეიცარიულ კურორტზე ვერ ნახავთ. ჩვენთან მუშაობს მაღალი კლასის ტექნიკა, რომელსაც სჭირდება ძალიან სერიოზული ექსპლუატაცია. აქედან გამომდინარე ძალიან ძვირი ჯდება და უცხოელი ტურისტისთვის ეს ძალიან იაფია“, - ამბობს გეგა სალუქვაძე.

„დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლის განცხადებით, აუცილებელი იყო ისეთი მოდელის დანერგვა, რომელიც ქართველ დამსვენებლებს ფინანსურ შეღავათებს მისცემდა.

„საქართველოში დღიური ბილეთი საბაგიროზე საშუალოდ  25 დოლარი ღირდა, რაც ტურისტისთვის, რომელიც მოგზაურობს, ძალიან ცოტაა. ვითხოვდით, რომ ფასი ყოფილიყო დიფერენცირებული - უცხოელებისთვის მოემატებინათ და საქართველოს მოქალაქებისთვის მიეცათ შეღავათები“, - აცხადებს ,,დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელი. 

მისივე თქმით, გუდაურში ინფრასტრუქტურის მშენებლობა კვლავაც გრძელდება, რასაც თავის მხრივ სერიოზული ფინანსები სჭირდება. 

„მთის ტრასების სააგენტო წელს სიახლეებს აანონსებს. გუდაურში ძალიან გამალებული სამშენებლო პროცესი მიმდინარეობს, ექსკავატორები პრაქტიკულად 24 საათი მუშაობენ, ძალიან სერიოზულად მიდის ინფრასტრუქტურის განახლება. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება თანხები“,  - აცხადებს გეგა სალუქვაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა