მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქართული კერძო სექტორისთვის აშშ-ში B2B შეხვედრები გამართა

news image
mbc image

ნიუ-იორკში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 50-ზე მეტი ამერიკული ტურისტული კომპანიისთვის პრეზენტაცია მოაწყო.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა მაია ბართაიამ სიტყვით მიმართეს.

ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ტუროპერატორები და სასტუმროების წარმომადგენლები ამერიკელ კოლეგებს შეხვდნენ.

“საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის ნიუ-იორკში გავმართეთ ღონისძიება, სადაც 50-ზე მეტი ადგილობრივი ტურისტული კომპანია მოვიწვიეთ, ღონისძიებაში საქართველოდან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ და მათ საშუალება მიეცათ საქმიანი ურთიერთობები და კავშირები დაემყარებინათ ამერიკულ კომპანიებთან, ასევე მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა ლევან ჯაფარიძემ.

B2B ფორმატში მოწყობილ შეხვედრაზე ქართულ კომპანიებს საშუალება ჰქონდათ უშუალოდ დაემყარებინათ კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, საქართველოში ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადება და სერვისების მიწოდება.

„საქართველოში პირველად 1971 წელს ვიყავი, ამის შემდეგ ორჯერ ვიმოგზაურე და აღტაცებული დავრჩი თქვენი ქვეყნის სილამაზით, დავათვალიერე შავი ზღვის სანაპიროები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ჯგუფური ტურით კავკასიის ქვეყნებში ვიმოგზაურე და მინდა გითხრათ, რომ საქართველო გამორჩულია ულამაზესი ბუნებით, კერძებით და სანახაობით“-განაცხადა ამერიკელმა ტუროპერატორმა ფილის სთოლერმა.

„ეს შეხვედრა დიდი გავლენას მოახდენს და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოზიციებს გააუმჯობესებს. პრეზენტაციითა და შეხვედრებით ყველა კმაყოფილია. უგემრიელესი ქართული სამზარეულო საუკეთესოდ აღწერს ქართულ კულტურას. ვფიქრობ, ამერიკელი მოგზაურები საქართველოთი დაინტერესდებიან.

ამ შეხვედრაზე ამერიკულმა კომპანიებმა საქართველოს შესახებ ბევრი საინტერესო რამ შეიტყვეს, საქართველო ნამდვილად გამორჩეული ქვეყანაა ევროპაში. ბევრი მოგზაურობს საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, მაგრამ ვფიქრობ, ხალხი უკვე იწყებს ისეთი მიმართულებების მოძიებას, რომლებიც უფრო ავთენტურია, ბუნებრივია და მოგზაურობის შემდეგ დიდ შთაბეჭდილებებს მიიღებენ. დღეს აღმოვაჩინე, რომ საქართველოში მოგზაურობით ძალიან მდიდარი გამოცდილება შეიძლება მიიღოთ, მთებიდან დაწყებული სანაპიროებით დამთავრებული. ქვეყნის პლაჟებამდე. ეს ყველაფერი კი რვა საათიანი საავტომობილო მოგზაურობით, ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორემდე არის შესაძლებელი - აცხადებს Waynes World Media-ს დამფუძნებელი ვეინ ვი ლი.

ღონისძიების მიზანია ქართული ტურისტული სექტორის მხარდაჭერა და ამერიკის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოპულარობის გაზრდას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს - მაია ომიაძე

05.10.2026.15:57

„ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გაშლილი იყო მთელ საქართველოზე და მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგების შეჯამებისას მაია ომიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებულ სეზონში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, ასევე ფრენების ოდენობამ, რომელმაც საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროგნოზით, ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები შესაბამისად, შემოსავლებში აისახება.

„დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს“- აღნიშნა მაია ომიაძემ.

Galt & Taggart-ი თვის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა