ტურიზმის მზარდი ტენდენციები ინდოეთიდან - რა შესაძლებლობებს ხედავს KAZIN DMC-ის თანადამფუძნებელი აზიური ბაზრიდან
წელს ჩვენს ქვეყანაში მეტი აზიელი ტურისტი ჩამოდის და ამ მიმართულებით უკეთესი ვითარებაა, - აცხადებს ტურისტული კომპანია KAZIN DMC-ის თანადამფუძნებელი ცოტნე მიროტაძე. AZIN DMC ძირითადად აზიის და ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე მუშაობს, საიდანაც კომპანიაში ზრდის ტენდენციას ხედავენ. ცოტნე მიროტაძის თქმით, არაბული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსული ტურისტი ქვეყანაში შედარებით დიდი ხნით რჩება.
„ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ ინდოეთზე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე, საუდის არაბეთზე, თუმცა ჩვენს მაგალითზე ინდოეთის წილი 70%-ია. ინდოეთიდან დელის შემდეგ მუმბაიდან პირდაპირი ფრენების დამატება ქვეყანაში ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობას გაზრდის და მეტი ტურისტი შემოვა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სახელმწიფო აქცენტს აზიურ ბაზარზე აკეთებს და განსაკუთრებით ინდოეთზე, რადგანაც დიდი პოტენციალი აქვს. ინდოეთი დიდი ბაზარია და ბევრი მოგზაური ჰყავს. ინდოეთიდან ნაკადი გაიზრდება, როგორც დასვენების ისე საქმიანი ტურიზმის მიმართულების ნაწილში. მუმბაის მიმართულების დამატება პირდაპირპროპორციულად აისახება ტურისტების რაოდენობაზე. არის ის მომენტი, რომ მუმბაი ხშირად იყენებდა Air Arabia-ს და შარჯას რეისებს იყენებდნენ და ახლა საინტერესოა ეს შარჯას რეისებზე რა ასახვას პოვებს.
საუდის არაბეთიდან ორი სეგმენტის ტურისტი შემოდის, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ იმ სეგმენტზე, რომელიც მაღალი და 5 ვარსკვლავიანი მომსახურებით არის დაინტერესებული. ესენი გრძელვადიანი ტურისტები არიან და 8-10 ღამით ჩამოდიან. მათი ძირითადი მიმართულება არის თბილისი, გუდაური, ბორჯომი, ბათუმი და იშვიათად ქუთაისი. უნდა აღინიშნოს, რომ ასე განყენებულად ლოპოტა უყვართ და მოსწონთ ძალიან.
ინდოეთიდან ჩამოსული ტურისტები საკმაოდ „ჭრელია“, მათ ტრადიციული მიმართულებები იზიდავთ. ტრადიციულში ვგულისხმობ კარგი ინფრასტრუქტურის მქონე ობიექტებს. უყვართ ასევე დაშბაშის კანიონის მონახულება. ინდიელი ტურისტების 95%-ს იზიდავს კარგი ინფრასტრუქტურა“, - აცხადებს ცოტნე მიროტაძე.
სხვა სიახლეები
Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის
20.08.2026.17:00
Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.
შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.