ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება - მაია ომიაძე
ტურიზმის ზრდასთან ერთად ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გასულ 2025 წელს ქვეყანამ 6 მილიონზე მეტი სტუმარი მიიღო.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განმარტებით, საწოლი ადგილების ყველაზე დიდი კონცენტრაცია ორ მსხვილ ქალაქზე - თბილისსა და ბათუმზე მოდის, თუმცა დარჩენილი რესურსი პროპორციულად ნაწილდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონზეც.
"ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები", - აღნიშნა მაია ომიაძემ.
2025 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 6.2 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 6.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 62.7 პროცენტს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 555.4 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.3 პროცენტი), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.0 პროცენტით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 10.4 პროცენტს შეადგენდნენ.
სხვა სიახლეები
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
15.10.2026.16:59
Toyota Center Tegeta-მ მომხმარებლებისთვის რიგით მეორე ოფროუდტური გამართა, სადაც მათ Toyota-ს მოდელების პრაქტიკულად გამოცდისა და ავტომობილების შესაძლებლობების რთულ რელიეფზე შეფასების შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიებამ, რომელსაც ლილო არენამ უმასპინძლა, ოფროუდით დაინტერესებული საზოგადოება ერთ სივრცეში გააერთიანა.
ტურის ფარგლებში მომხმარებლებმა Toyota-ს სამი მოდელი გატესტეს - სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO.

მარიამ მელიაშვილი, Toyota Center Tegeta-ს გენერალური დირექტორი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელთან ურთიერთობა ავტომობილის შერჩევითა და შეძენით არ შემოიფარგლებოდეს. გვსურს, მათ შევთავაზოთ გამოცდილება, რომელიც ავტომობილის უკეთ გაცნობაში, მართვის უნარების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში დაეხმარება. ოფროუდტური სწორედ ამ მიზანს ემსახურება. Toyota-ს ავტომობილები საიმედოობითა და გამავლობით გამოირჩევა, თუმცა ამ მახასიათებლების სრულად შეფასება მხოლოდ რეალურ, რთულ პირობებშია შესაძლებელი. ამ მიზნით მომხმარებლებს საშუალება მივეცით, სრულიად ახალი LAND CRUISER 300 MILD HYBRID, HILUX და PRADO საოფროუდე ტრასაზე გამოეცადათ და მათი შესაძლებლობები საკუთარი გამოცდილებით შეეფასებინათ. გარდა ამისა, ეს დღე მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობაცაა - შეგვიძლია, მოვისმინოთ მათი შთაბეჭდილებები, უკეთ გავიგოთ მათი ინტერესები და ერთად შევქმნათ ახალი გამოცდილება. პირველი ტურის შემდეგ მიღებულმა გამოხმაურებამ ცხადყო, რომ მომხმარებლები ამ ფორმატით დაინტერესებულნი არიან, ამიტომ მეორე ტურიც გავმართეთ და ამ პრაქტიკის გაგრძელებას მომავალშიც ვგეგმავთ“.

Toyota Center Tegeta-ს ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: ტესტდრაივისა და შეჯიბრებისგან. ორივე აქტივობისთვის სპეციალური საოფროუდე ტრასები მოეწყო. 4X4 ავტომობილების მოყვარულებმა Toyota-ს მოდელების გამავლობა და მართვის შესაძლებლობები უშუალოდ საჭესთან გამოცადეს, შეჯიბრების დროს კი საკუთარი უნარებიც შეაფასეს.
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმატია, რომელიც ავტომობილის პრაქტიკულ გაცნობას, მართვის უნარების განვითარებასა და მომხმარებლებთან ცოცხალ კომუნიკაციას აერთიანებს.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ: „ბრიჯსტოუნი“, „პოლარისი“, „თიბისი დაზღვევა“, „თიბისი ლიზინგი“, „ალდაგი“, „ჯიპიაი ჰოლდინგი“, „სოლო“ და „ვისოლი“.
Toyota Center Tegeta იაპონური ბრენდის, Toyota-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანია მუდმივად ზრუნავს, მომხმარებლებს განსაკუთრებული გამოცდილება შესთავაზოს და ბრენდთან კიდევ უფრო დააახლოოს. მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც ოფროუდტურზე წარმოდგენილი, ისე Toyota-ს სხვა მოდელების ნახვა, დეტალების გაცნობა და ტესტდრაივის დაჯავშნა Toyota Center Tegeta-ს შოურუმში, მისამართზე: თბილისი, უნივერსიტეტის ქუჩა №6.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად „ტოიოტას“ ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს „ტოიოტას“ უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.