მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ტურიზმში ტენდენციები დადებითია - ვიზიტების რაოდენობა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა და ზრდა გრძელდება - მინისტრი

news image
mbc image

2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის,  ტურისტული ვიზიტის რაოდენობა  3 600 000-ზე მეტს  შეადგენს, რაც 2019 წლის მონაცემებთან მიმართებაში  თითქმის სრული აღდგენაა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 35.2%-ით არის ასევე გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.

 

„ტურიზმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, ყველაზე ინკლუზიურია, რადგან  სექტორში დადებითი ტენდენციები  მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების კუთხით ტურიზმის სტრუქტურაში ხარისხობრივი გაუმჯობესება - ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლები ტურიზმიდან უფრო მეტია, ვიდრე ადრე იყო" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები და სტატისტიკური მაჩვენებლები შეაფასა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ტურიზმის რაოდენობრივი აღდგენაც, რადგან ქვეყანას სჭირდება ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის, რეგიონებში. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ გვაქვს სრული აღდგენა ან უფრო მეტი ზრდა 2019 წელთან შედარებით, არის რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, დაკეტილი საზღვრები ტრადიციულ ბაზრებთან და ა.შ.

„ტენდენციები ნამდვილად დადებითია,  ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს გამიზნული, კარგად კოორდინირებული  პოლიტიკა, მათ შორის ტურიზმის კერძო სექტორთან, ასევე ცნობადობის კამპანიები, მაგალითად, „აითიბი ბერლინი," რომელიც ჩატარდა ძალიან წარმატებით და სხვა მნიშვნელოვანი პლატფორმები, სადაც აქტივობას არ ვანელებთ, პირიქით, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წლებში" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა