Turkish Airlines-ი ახლო აღმოსავლეთის მიმართულებების ქსელს აღადგენს - ყურის ქვეყნებში ფრენები განახლდება
Turkish Airlines-მა აბუ-დაბის მიმართულებით ფრენები განაახლა, რადგან ავიაკომპანია დროებითი შეჩერების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებების ქსელის ეტაპობრივ აღდგენას აგრძელებს. სტამბოლში დაფუძნებულმა ავიაკომპანიამ აბუ-დაბის მიმართულებით ფრენები 1 ივლისიდან განაახლა, ხოლო დამამის მიმართულებით ფრენების აღდგენა 10 ივლისს, ქუვეითის მიმართულებით 11 ივლისს, ხოლო ბაჰრეინის მიმართულებით 16 ივლისს არის დაგეგმილი.
ეს ნაბიჯი მოჰყვა დუბაის მიმართულებით ოპერაციების განახლებას 9 ივნისს, რაც არაბთა გაერთიანებული საამიროების მგზავრებს უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, სტამბოლის გავლით დაუკავშირდნენ Turkish Airlines-ის ფართო გლობალურ ქსელს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.