Turkish Airlines-ი ავიაპარკის ზრდას აგრძელებს
სალიზინგო კომპანია AerCap-მა განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას Turkish Airlines-თან 28 ახალი თვითმფრინავის იჯარაზე.
მომავალი წლიდან თურქული ავიაკომპანია მიიღებს 25 ერთეულ Boeing 737 MAX-ს, ასევე სამ Boeing 787-9 Dreamliner-ს. თვითმფრინავი AerCap-ის ამჟამინდელი შეკვეთების პორტფელიოდანაა და ავიაკომპანიისთვის მიწოდებული იქნება 2024-დან 2026 წლამდე პერიოდში. AerCap-მა ასევე განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას ექვსი Airbus A330-200 თვითმფრინავის იჯარის გახანგრძლივებაზე. AerCap აღწერს შეთანხმებას, როგორც “მნიშვნელოვან ტრანზაქციას” “გრძელვადიან პარტნიორთან”.
სულ ახლახან Turkish Airlines-მა გამოაცხადა, რომ მან ხელი მოაწერა კონტრაქტს დამატებით ათი გრძლმაგისტრალური Airbus A350-900-ის მიწოდებაზე. ავიაკომპანია ასევე ჯერ კიდევ გეგმავს ახალი თვითმფრინავების ძალიან დიდი შეკვეთის განთავსებას თავისი ფლოტის გაფართოებისა და განახლებისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.