Turkish Airlines-მა 3 საათით ყველა ფრენა შეაჩერა
ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, Turkish Airlines-მა გააუქმა ყველა ფრენა, რომელიც სტამბოლიდან 19:00 - 22:00 საათამდე მიფრინავდა. კომპანია აცხადებს რომ ბილეთების დაჯავშნის პროცესი შეფერხებულია ტექნიკური სამუშაოების გამო.
"ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი არხები რაც შეიძლება მალე იყოს ხელმისაწვდომი. გთხოვთ, თვალი ადევნოთ განახლებულ ინფორმაციას ჩვენი სოციალური მედიის არხებზე", - წერს Turkish Airlines-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში Twitter-ზე.
Turkish Airlines-მა განაცხადა, რომ მზავრებს უზრუნველყოფენ საცხოვრებელით, აუნაზღაურებენ გაუქმებული ფრენების გამო ნებისმიერი დანაკარგისთვის.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.