თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრა
თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მუსტაფა თურქერ არი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს სტუმრობდა. დიპლომატი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალურ მენეჯერს, თეა ზაქარაძეს შეხვდა და გაეცნო გაფართოების პროექტის დეტალებს. შემდეგ კი ელჩმა დაათვალიერა გაფართოების მიმდინარე სამუშაოები, ასევე ადგილზე გაეცნო სამიმოსვლო ბილიკისა და საჰაერო ხომალდების ახალი სადგომების მოწყობის პროცესს.
აღნიშნულ პროექტში ტავ ჯორჯიას ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. მისი დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, არსებული ტერმინალის 37 500 მ2 ფართობს კიდევ 21 500 მ2 დაემატება. გაორმაგდება და ათამდე გაიზრდება ჩასხდომის ხიდების რაოდენობა, მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი სადგომი. ტერმინალში დაემატება 9 სარეგისტრაციო დახლი, საპასპორტო კონტროლის 22 პუნქტი და ორი საბარგო კარუსელი. არსებული ზონები განახლდება და შეიქმნება ახალი კომერციული სივრცეები მგზავრთა გამოცდილების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად - განსაკუთრებული აქცენტით ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოჩენაზე. გაიზარდება ტერმინალის მიმდებარედ არსებული ავტოსადგომის გამტარუნარიანობაც და დამატებით 500 ავტომობილს დაიტევს. აღსანიშნავია, რომ თბილისის პარალელურად რენოვაციისა და გაფართოების სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.
ტავ ჯორჯია უკვე 21 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ააშენა და განავითარა 2 საერთაშორისო საჰაერო კარიბჭე და შექმნა კვალიფიციური საკადრო რესურსი. კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე დაამკვიდრა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტები და ხელი შეუწყო კადრების კვალიფიკაციის ზრდას საქართველოს სააეროპორტო ინდუსტრიაში.
ტავ ჯორჯია TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრია. TAV Airports-ი აეროპორტების ოპერირების ყველა მიმართულებით ინტეგრირებულ სერვისებს უზრუნველყოფს და გლობალურად წარმოდგენილია 30-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ აეროპორტში.
სხვა სიახლეები
თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ესტუმრა
30.09.2026.19:34