მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უახლოეს თვეებში ქუთაისის აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის სისტემებს დავამონტაჟებთ - ქარქაშაძე

news image
mbc image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან შეხვედრებს განაგრძობს. გამოფენაზე მოლაპარაკებები აეროპორტების ტერმინალის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და სიახლეების დანერგვაზე მიმდინარეობს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კონკრეტული შეთავაზებების მიღება უკვე შეძლო.

,,ჩვენ უკვე მივიღეთ კონკრეტული შემოთავაზებები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველაზე საინტერესო ფასის, ჩვენს საჭიროებებზე მორგებული და პრაქტიკული სისტემა ავირჩიოთ. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ამ სისტემებისა და აღჭურვილობების წარდგენას მგზავრებისთვის და უახლოეს თვეებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ე.წ. Self-Check in-ს და Baggage drop off-ის თანამედროვე სისტემებს დავამონტაჟებთ. რამდენიმე კომპანიას, რომელსაც გამოფენაზე შევხვდით, უახლოეს მომავალში მათი წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან ქუთაისის აეროპორტის საჭიროებებს,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, მოგზაურობის წესი ყოველთვის ვითარდება და სულ უფრო ციფრული ხდება. ის პროცედურები, კი რომელიც მოგზაურობასთანაა დაკავშირებული, მგზავრისთვის ყოველთვის სტრესს უკავშირდება

,,ჩვენი ერთ-ერთი მიზანი ქუთაისის აეროპორტში თვითმომსახურების დანერგვაა - ანუ, როდესაც მგზავრი აეროპორტში მიდის, მას მომსახურე პერსონალთან პირველი კონტაქტი მხოლოდ უსაფრთხოების შემოწმების დროს ექნება, ყველა სხვა პროცედურას თავად გააკეთებს, რაც დროს მინიმუმამდე დაიყვანს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ამ პერიოდში აეროპორტში არსებული სხვა სერვისებით ისარგებლოს.
ჩვენ ვცდილობთ, რომ საჭირო პროცედურები  მგზავრებს, რაც შეიძლება სწრაფად გავატაროთ. გეგმაში გვაქვს საავიაციო უშიშროებისა და ბარგის დამუშავების უფრო ზუსტი ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ ბარგის დაკარგვისა და დაზიანების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ - მგზავრს ბარგის გახსნა არ დასჭირდება, სისტემა თავად ამოიცნობს იქ განთავსებულ ნივთებს და თუ ეს დრო ახლა 1-1.5 წუთს საჭიროებს, შესაძლებლობაა, რომ დრო 30 წამამდე დავიყვანოთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა PASSENGER TERMINAL EXPO დღეს სრულდება. 3 დღის განმავლობაში მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის. Passenger Terminal Expo-ს ფარგლებში გუშინ Skytrex-ის 2022 წლის რეიტინგით მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც თბილისისა და ბათუმი საერთაშორისო აეროპორტები აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების სიაში მოხვდნენ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა