მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

უმსხვილესი ამერიკული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა Earthpix-ი აჭარის ტურისტული მიზიდულობის შესახებ მასალას ამზადებს

news image
mbc image

ციფრული მედიის სამოგზაურო პლატფორმა Earthpix-ი,   24 მილიონზე მეტი გამომწერით, მსგავსი პლატფორმების  ტოპ ხუთეულშია.

 

მაიამიში დაფუძნებული სამოგზაურო ინტერნეტ პლატფორმა აჭარას  ციფრული მარკეტინგის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში სტუმრობს. EARTHPIX აუდიტორიას აჭარაში მოგზაურობის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ბუნების, კულტურის, მთისა და ზღვის კონტრასტით მიღებულ ემოციებს უზიარებს. ერსპიქსის ვიდეორგოლებს თვეში 400 მილიონიანი ნახვა აქვს.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე ინტერნეტ პლატფორმის დამფუძნებლებს შეხვდა და აჭარის პოპულარიზაციის შესახებ დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიის დეტალებს გაეცნო.

 

EarthPix-ის პლატფორმაზე უკვე განთავსდა ,,ალი და ნინოს“ ვიდეო, რომელმაც მილიონობით გამომწერის ყურადღება მიიპყრო. აჭარაში სტუმრობის ფარგლებში EarthPix-ის წარმომადგენლები შექმნიან და პლატფორმაზე განათავსებენ ფოტო და ვიდეო ქონთენთს ბათუმის, აჭარის ტურისტული ატრაქციების, ზღვის აქტივობების, კულტურული მემკვიდრეობის, გასტრონომიული კულტურის შესახებ.

 

 

1. Eric Damier – Earthpix-ის დამფუძნებელი

2. Stefan Thurairatnam - Earthpix-ის ვიდეოგრაფი

3. ქრისტინა ძიძიგური - აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

 

 

ციტატა

Stefan Thurairatnam:

ჩემთვის აჭარაში ყოფნა გამორჩეულია. წარმოუდგენელია იყო ზღვისპირა ქალაქში და რამდენიმე წუთში აღმოჩნდე ღრუბლებს ზევით. მე ვფიქრობ რომ აჭარაში არის ბევრი რამ რაც  მოგზაურებს მიიზიდავს და დააინტერესებს. ბათუმი - ეს არის შავი ზღვის ვეგასი.  როდესაც სტუმრობ ბათუმს, განცდებს ამძაფრებს ის ფაქტი, რომ შეგიძლია დატკბე ზღვის ხედებით და გადაიღო ღამის კადრები.

 

Eric Damier: გახლავართ ერფიქსის დამფუძნებელი. ჩვენ პლატფორმა დაახლოებით 10 წლის წინ დავაარსეთ. ჩვენ ვცდილობთ, რომ შთავაგონოთ ადამიანები შეისწავლონ ახალი კულტურები, ქვეყნები, ისტორია. როცა გავიგე, რომ საქართველო იყო ღვინის სამშობლო გადავწყვიტე აუცილებლად ჩამოვსულიყავი, რათა აღმომეჩინა ამ ქვეყნის კულტურა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი ისტორია, რასაც ვფიქრობ, რომ უნდა გაეცნოს მსოფლიო, ჩამოვიდნენ აქ, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები, გაიცნონ ისტორია და კულტურა. ვიყავით ღვინის ტრადიციული დამზადების მონაწილენი, რაც ძალიან გამორჩეული მომენტი იყო ჩვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გამოსცადოს და ნახოს ეს სიცოცხლეში ერთხელ მაინც.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა