უზბეკეთში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთის ბაზარზე მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში, უზბეკური მედიასაშუალებების, ასევე ციფრული მედიის პოპულარული კონტენტ-კრეატორებისთვის სპეციალური პრესტური მოეწყო. ბლოგერებმა და ჟურნალისტებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა, გასტრონომია და მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებები ადგილზე შეისწავლეს, მომზადებულ მასალას საკუთარ აუდიტორიას გაუზიარებენ.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ქალაქ ტაშკენტში საქმიანი ღონისძიება გაიმართა. B2B ფორმატის შეხვედრებზე ქართულმა და უზბეკურმა მხარეებმა ახალი ტურისტული პროდუქტების დანერგვა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ოფიციალურ ღონისძიებას უზბეკეთში საქართველოს საელჩოსა და ავიაკომპანიების: Centrum Air-ისა და Uzbekistan Airways-ის, ასევე უზბეკეთის 50-ზე მეტი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
სხვა სიახლეები
IATA-ს ტრენინგების დირექტორი ტანია შმიტი | მივესალმებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩვენს გლობალურ საავიაციო პარტნიორთა ქსელში გაწევრიანებას, ეს პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
12.11.2026.12:45
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მიესალმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაწევრიანებას გლობალური საავიაციო პარტნიორების ქსელში.
IATA-ს ტრენინგების დირექტორის, ტანია შმიტის განცხადებით, რეგიონში საავიაციო სექტორის ზრდისა და საქართველოს საავიაციო მიმართულებით განვითარების გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„მივესალმებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩვენს გლობალურ საავიაციო პარტნიორთა ქსელში გაწევრიანებას. რეგიონში ავიაციის სექტორის ზრდისა და საქართველოს საავიაციო მიმართულებით მზარდი განვითარების გათვალისწინებით, ეს პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აცხადებს ტანია შმიტი.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავიაკომპანიების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ავიაკომპანიებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების, უსაფრთხოების, ოპერაციული ეფექტიანობისა და პროფესიული განათლების განვითარებაში. ორგანიზაცია ასევე ახორციელებს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.