მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საერთაშორისო ინიციატივის - „Wilder Park” წევრად განიხილება

news image
mbc image

„Wilder Park” არის ახალი ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ევროპის დაცული ტერიტორიების უმსხვილესი ქსელის - ევროპარკების ფედერაციის და საერთაშორისო ორგანიზაცია „Rewilding Europe“ პარტნიორობის საფუძველზე. „Wilder Park“ ორიენტირებულია ევროპარკების ქსელში გაერთიანებული დაცული ტერიტორიების მხარდაჭერაზე, ველური ბუნების აღდგენა, დაცვასა და განვითარებაზე. დაცული ტერიტორიების სააგენტო ევროპარკების ფედერაციის წევრი 2018 წლიდანაა.

 „Wilder Park” მასში გაწევრიანებულ ევროპულ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა, სთავაზობს ბუნების კონსერვაციის პროგრესულ მიდგომას, რომლის მიხედვით ბიომრავალფეროვნებით მდიდარი ლანდშაფტების დაცვაში მთავარ როლს ბუნებრივი პროცესები თამაშობენ.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხების განხილვის მიზნით,  საქართველოს ორგანიზაცია „Rewilding Europe“-ის აღმასრულებელი დირექტორი ფრენს შეპერსი, ევროპარკების ფედერაციის წარმომადგენელი ბარბარა პაისი და ესპანეთში დაცული ტერიტორიებისა და ნაკრძალის მართვის ექსპერტი ჯორდი პალაუ ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილთან. შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან მოხდა ექსპერტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შესახებ. შეხვედრის შემდეგ განხორციელდა ვიზიტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, სადაც ექსპერტები ადგილზე გაეცნენ და შეაფასეს „Wilder Park”-ის ინიციატივაში გაერთიანების პოტენციალი.

აღსანიშნავია, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულია უნიკალური ნახევრადუდაბნო ლანდშაფტებით და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით, რომელიც რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკონსერვაციო არეალს წარმოადგენს, რომლის შედეგად, ვაშლოვანის ეროვნული პარკი, 2015 წლიდან, საქართველოში, ევროპული დიპლომის მფლობელი ერთადერთი დაცული ტერიტორიაა. 2013 წლიდან, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით მიმდინარეობს ქურციკების რეინტროდუქციის პროექტი.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა