მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ველოდებით ავიაკომპანიების საბოლოო პოზიციებს - ირაკლი ქარქაშაძე ახალ ავიამიმართულებებზე

news image
mbc image

2024 წელს საქართველოს აეროპორტები მეტ მგზავრთნაკადს და ავიარეისებს მიიღებს, - ასეთია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის მოლოდინები. როგორც ირაკლი ქარქაშაძემ თქვა, 2024 წელი „უფრო დატვირთული იქნება“.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის და ქართული ავიაციისთვის 2023 წელი იყო უპრეცედენტო, რამეთუ 100 წელი შეუსრულდა ქართულ ავიაციას. შემდეგ ჩვენ შევძელით და სრულად აღვადგინეთ პანდემიამდელი პერიოდის მგზავრთნაკადი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წლის ბოლოს ველოდებით 1,7 მლნ მგზავრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით, რომ 3 მლნ-ზე მეტი მგზავრი გვეყოლება, რაც პრინციპში ახალი რეკორდი იქნება. ჩვენთვის ეს იყო ძალიან წარმატებული წელი და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო დატვირთული და მეტი მგზავრით“, - აღნიშნა ირაკლი ქარქაშაძემ.

​მისი თქმით, სამიზნე ბაზრებთან და ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და ახალი მიმართულებები მალე გაჟღერდება.

„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს ეს იქნება თბილისის, ბათუმის თუ ქუთაისის მიმართულებით. თბილისის და ბათუმის შემთხვევაში TAV Georgia-სთან რა თქმა უნდა, გვაქვს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებები სამიზნეში ამოღებული, რაზეც გვინდა რომ 2024 წელს პირდაპირი ფრენები დაიწყოს. ველოდებით ავიაკომპანიების საბოლოო პოზიციებს, რომელიც იქნება პოზიტიური და უახლოეს პერიოდში გავაჟღერებთ“, - თქვა ქარქაშაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა