მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.9
0.0051
flag
AZN 1.5572
-0.0003
flag
CNY 38.926
0.0055
flag
EUR 3.0033
0.0007
flag
GBP 3.4853
0.0015
flag
KZT 54.56
0.0015
flag
TRY 0.0569
0
flag
USD 2.6468
-0.0005
news banner

ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული - ტურიზმის გიდების პროფკავშირის ხელმძღვანელი

news image
mbc image

ტურიზმის გიდების პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია მემეშიში გიდების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ პროფესიონალი გიდების რესურსი ქვეყნის ტურისტული სექტორის მოთხოვნებს სრულად პასუხობს.

მისი თქმით, გიდების მიმართულებით კადრების დეფიციტი არ არსებობს. ახალი რეგულაციები კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მომზადების პროცესში მყოფი ახალი კადრები სექტორის სამომავლო საჭიროებებს კიდევ უფრო ეფექტიანად დააკმაყოფილებს.

„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არსებობს უცხოელი გიდების საჭიროება. კონკრეტულად მე ჩემს სეგმენტზე შემიძლია ვისაუბრო, თურქულენოვან სეგმენტს ნამდვილად არ აქვს გიდების ნაკლებობა და მეტიც, უკვე ბევრი ახალი კადრი ემზადება, რადგან კანონიც ხელს გვიწყობს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული” - აღნიშნავს გიდების პროფკავშირის ხელმძღვანელი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ასიათასობით გამომწერს გააცნო

24.06.2026.16:37

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა. რენდი მალკოლმ გემბელმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარამენტის მოწვევით იმოგზაურა და ათიათასობით გამომწერს ქართული სამზარეულო გააცნო. ტურის განმავლობაში, ფუდბლოგერმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნა. ის ასევე სტუმრობდა ღვინის მარნებს მთიან აჭარაში, სადაც რეგიონში გავრცელებულ მეღვინეობის პრაქტიკას, ადგილობრივი ვაზის ჯიშებს, ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნო. გერმანელმა ფუდბლოგერმა, რომლის სამოგზაურო კონტენტს YouTube-ზე, TikTok-სა და Instagram-ზე მილიონობით ნახვა აქვს, გამომწერებს აჭარაში მოგზაურობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნებისკენ მოუწოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში უცხოელი ინფლუენსერების, კონტენტ-კრეატორებისა და ფოტო-ვიდეოგრაფების მოწვევას, რის შედეგადაც აჭარისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ცნობადობა იზრდება რეგიონის პოტენციურ ტურისტებში. უახლოესს მომავალში, ტურები იგეგმება ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ლატვიიდან და სომხეთიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა