მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7183.5
-0.0015
flag
AZN 1.5472
-0.0008
flag
CNY 38.864
-0.0007
flag
EUR 3.0044
-0.0045
flag
GBP 3.5293
-0.0156
flag
KZT 56.15
0.002
flag
TRY 0.0557
-0.0001
flag
USD 2.6301
-0.0014
news banner

Wanderlust-ზე საქართველო ევროპის ყველაზე სასურველი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

news image
mbc image

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების - Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა.

ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო საპატიო ნომინაციაშია „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“.

Wanderlust-ის მიერ შერჩეულ ვიწრო სიაში მხოლოდ ევროპის გამორჩეული და მიმზიდველი ტურისტული მიმართულებები მოხვდნენ, გამარჯვებულს კი უკვე მოგზაურები და მკითხველები გამოავლენენ.

ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო და 27 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ, ეწვიოთ გამოცემის ვებ-გვერდს:

https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/

Wanderlust Reader Travel Awards დაჯილდოება 25-ე წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. წლევანდელ გამოკითხვაში 200,000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.
Wanderlust სამოგზაურო ჟურნალს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს დიდ ბრიტანეთში, მისი ტირაჟი 323,851 ეგზემპლარია, ხოლო ოფიციალურ გვერდზე 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image გლობალური ტენდენციების თვალსზრისით დღეს ძალიან პოპულარულია გამოცდილებითი ტურიზმი - ეკა კვაჭანტირაძე

21.07.2026.17:37

გლობალური ტენდენციების თვალსზრისით დღეს ძალიან პოპულარულია გამოცდილებითი ტურიზმი -ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ეკა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. დღეს ძალიან აქტიურ ფაზაში არის შესული და თქვენ სწორედ ბრძანეთ, სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს იმაზე რომ ჩვენ გვაქვს მზარდი ტენდენცია ტურისტების შემოსვლის და ეს იმის ფონზე რაც გამოიარა სექტორმა გაზაფხულის პერიოდში.

რა თქმა უნდა მისასალმებელია ის შედეგი რაც დღეს სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგანაც სტატისტიკა გვაძლევს იმის შესაძლებლობას რომ გავაკეთოთ უკვე გეგმარება და ახალი აქცენტები სამომავლო განვითარებაზე და სწორედ ის ტენდენციები, რომელიც გლობალურად ვითარდება ტურიზმისთვის, რაც პირდაპირ აისახება ტურისტის კმაყოფილებაზე პირველ რიგში და შესაბამისად ტურიზმის განვითარების ტენდენციებზე ეს არის ის ინოვაციური მიდგომები, რომელიც ზოგადად ტურისტს აინტერესებს. 

გლობალურ ტრენდებზე რომ გავაკეთოთ აქცენტი ძირითადი მაინც არის გამოცდილებითი ტურიზმი, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია,  დიდი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ შეხებას იმ ავთენტურ,  კულტურულ მემკვიდრეობასთან, სადაც გადაადგილდება ტურისტი და ჩვენი ქვეყანა ამით ძალიან უხვია და ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, როგორც ქვეყანას გამოცდილებითი ტურიზმის ნაწილში. 

რა თქმა უნდა ახალი ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტის ერა გვაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ტურისტი დღეს აქცენტს აკეთებს გაიმარტივოს მოგზაურობის შესაძლებლობები და პირდაპირ, თვითონ დაგეგმოს მისთვის სასურველი ვიზიტები ამა თუ იმ ქვეყანაში და ტენდენციურად მიყვება უკვე ის ძირითადი ასპექტები, რომელიც ზოგადად ახლავს ტურიზმის განვითარებას. ეს არის ის რომ სრულიად შეიცვალა განსაკუთრებით პანდემის შემდეგ მიდგომები მოგზაურობის ნაწილში და მეტწილად ტურისტი არჩევს უსაფრთხო გადაადგილების ლოკაციებს და დანიშნულების ადგილებს. აქცენტი კეთდება ველნეს მიმართულებაზე და ჯანმრთელობის ტურიზმზე და თავისთავად ამ მთლიან კონტექსტში მოიაზრება ის რომ ის თანკვეთა ტურისტული პროდუქტების, რომელიც ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ძალიან მრავალფეროვანია იყოს დაკავშირებული იმ გლობალურ მიდგომებთან, რომელსაც უშუალოდ საერთაშორისო ტურისტი არჩევს და ირჩევს სამომავლო მოგზაურობისთვის“, - აცხადეს ეკა კვაჭანტირაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა