მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Wizz Air 20 წლის იუბილეს 20%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს

news image
mbc image

Wizz Air 20 წლის იუბილეს 20%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. ფასდაკლება შეეხება ავიაკომპანიის ყველა რეისს. 

როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 20-წლიანი რეალური კავშირების აღსანიშნავად გთავაზობთ 20%-იან ფასდაკლებას ყველა ფრენაზე.
„მოგზაურობის თარიღებზე შეზღუდვები არ არის, ასე რომ, შეგიძლიათ დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობები თქვენთვის შესაფერის დროს“, - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ უკვე ორი ათწლეულია, რაც Wizz Air-ის პირველი ფრენა კატოვიცედან ლონდონის ლუტონის აეროპორტში შესრულდა და მას შემდეგ ავიაკომპანიამ თითქმის 400 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

საიუბილეო პრომოაქცია WIZZ20 წარმოადგენს აქციების სერიას, რომლის ფარგლებშიც გთავაზობთ სხვადასხვა შეთავაზებას ყოველდღე 2024 წლის 30 აპრილიდან 22 მაისის ჩათვლით.

პრომოაქცია მოქმედებს 2024 წლის 22 მაისის 00:00 საათიდან 23:59 საათამდე, ცენტრალური ევროპის ზაფხულის დროით, CEST („პრომოაქციის მოქმედების პერიოდი“). 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ტარიფზე და არ მოიცავს ადმინისტრაციულ მოსაკრებელს.

20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ყველა რეისსა და მიმართულებაზე, რომლებიც ხელმისაწვდომია wizzair.com-სა და WIZZ მობილურ აპში პრომოაქციის მოქმედების პერიოდში. მგზავრობის პერიოდი შეუზღუდავია.
პრომოაქცია ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება wizzair.com-ზე ან WIZZ მობილურ აპში. პრომოაქცია არ ვრცელდება ჯგუფურ ჯავშნებზე. არ შედის სპეციალური ტარიფის ფრენები ევროპის ჩემპიონატისთვის.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა